x
მეტი
  • 17.05.2025
  • სტატია:142345
  • ვიდეო:351928
  • სურათი:514714
ჰიტლერმა ევროპა უფრო სწრაფად დაიპყრო,ვიდრე სტალინგრადის რამდენიმე კვარტალი
image


გამოდის, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში უფრო ლოგიკური იქნებოდა აღენიშნათ 9 მაისი არა როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, არამედ მათი სამარცხვინო კაპიტულაციის დღე. ბოლოს და ბოლოს, 1941 წლისთვის თითქმის მთელი კონტინენტური ევროპა, ასე თუ ისე, მესამე რაიხის ნაწილი გახდა. 1941 წლის ივნისისთვის არსებული ორ ათეულზე მეტი ევროპული ქვეყნიდან ცხრა - ესპანეთი, იტალია, ფინეთი, დანია, ნორვეგია, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ხორვატია - გერმანიასთან და ავსტრიასთან ერთად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში ჩაერთო.


ნეიტრალური ქვეყნებიც კი - შვეიცარია და შვედეთი - გვერდზე არ დარჩენილან. მათ ნაცისტურ გერმანიას საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის თავისუფლად ტრანზიტის უფლებას აძლევდნენ, რის გამოც მათ უზარმაზარი მოგება ნახეს. „ნეიტრალურ“ პორტუგალიასა და ნაცისტებს შორის ვაჭრობა იმდენად წარმატებული იყო, რომ 1945 წლის მაისში ჰიტლერის გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.



გერმანიას ზუსტად ეს დრო დასჭირდა ამ ქვეყნების ოკუპაციისათვის …


დანია — 6 საათი.

მონაკო-24 საათი

ლუქსემბურგი — 24 საათი.

ჰოლანდია — 5 დღე.

ბელგია-8 დღე.

იუგოსლავია —12 დღე.

საბერძნეთი —24 დღე.

პოლონეთი-36 დღე.

საფრანგეთი — 43 დღე.


ხოლო საბჭოთა კავშირმა სტალინის მეთაურობით გერმანიას და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს გაუძლო 1418 დღე და ომი დაამთავრა გერმანიის დედაქალაქ- ბერლინში.

3
89
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
89
  
ვინმემ რო დეზინფორმაციაში არ ჩამითვალოს: ჩემი დიდი ბაბუა და მისი ძმა წავიდნენ ომში,ბაბუაჩემი დაბრუნდა სახლში 1948 წელს,ხოლო მისი ძმა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება,ვერც ცოცხალი ნახა ვინმემ და ვერც მკვდარი. აი,ბაბუაჩემი და მისი ნაწილი ტყვედ ჩავარდნილან,ამისგამო ციმბირი ანახეს და მუშავეს დიადი კომუნიზმისთვის,მერე გამოუშვეს სახლში. ადამიანს ტყვია ქონდა ჩარჩენილი ორგანიზმში,ვერ ამოუღეს და ასეთი კაცი ციმბირს გაგზავნეს. გადმოცემით ვიცი რო არ ამაყობდა საბჭოეთისთვის ბრძოლის გამო.ვინც ამაყობს,ისინი არც ფრონტზე ყოფილან და შეიძლება საერთოდ თავი დაიბრაკეს,დგანან და ზეიმობენ. რას ზეიმობენ,ათასობით მათი თანამებრძოლის დახვრეტას და გაციმბრებას? ფაშიზმი კი დაამარცხეს,მარა არც მათზე ნაკლები იყო კომუნიზმი. ახლა ხომ ხედავთ ევროპა რა დღეშია,ფაშიზმის და კომუნიზმის ნაზავია,მიტომაც აქვთ დედა მო*****
როგორც ამბობენ,გამარჯვებულები უკვეთავენ მუსიკას,ასეა ამ შემთხვევაშიც. რა გგონიათ,დიდგორზე მებრძოლი ილ-ღაზი ვინმეზე ნაკლები მხედარმთავარი იყო? მუსლიმთა კუალიცია ჩააბარეს კაცს,უბრალოდ,დავითმა თავისი ქვეყანა კარგად იცოდა და გაიმარჯვა.ეს არ ნიშნავს იმას რო ილ-ღაზი დავითზე ნაკლები სტრატეგი იყო ან ნებისმიერი სამხედრო მოღვაწე ომების ისტორიაში. ასეთი წესია,ყველა გამარჯვებულს აქებს და ადიდებს,მით უფრო ამ რეალობაში. როგორც ცნობილია,რიჩარდ ლომგული დამარცხდა სალადინთან,ხოდა რა გამოდის რო მასზე ნაკლები მეთაური იყო? ან პირიქით რო ყოფილიყო,სალადინი იქნებოდა რიჩარდზე ნაკლები? ასევე,იმის თქმა დაგავიწყდათ რო ჩრდილოეთი საფრანგეთი იყო ოკუპირებული,ხოლო სამხრეთი აგრძელბდა ბრძოლას პარტიზანულად. არც ეგრეა საქმე რო ვინმეზე ნაკლები მეომრები იყვნენ ფრანგები. იმას რატომ არ ახსენებთ,რა ბედი ეწიათ იმ ხალხს,ვინც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტყვედ ჩავარდნენ,ქვეყნების მიხედვით გააკეთეთ ეს სტატისტიკა და აჩვენეთ ხალხს,ვინც არ იცის. მოკლედ გეტყვით,საბჭოეთში დასაჯეს ეს ხალხი,ზოგი დახვრიტეს და ზოგის სამუშაოდ წაიყვანეს ციმბირში,ეს არის დადასტურებული ფაქტი. ამას არავინ ახსენებს და საინტერესოა,რამდენად ამაყობდნენ ეს ხალხი იმით რო საბჭოეთისთვის იბრძოდნენ? თითქოსდა,ვინმეს სურვილი ყოფილიყო ტყვედ ჩავარდნა ან ეოცნება ამაზე ვინმეს.
ბრიტანეთიც მაგ დღეში ყავდა,ამერიკა რო არა,ბრიტანეთიც მალე გამოაცხადებდა კაპიტულაციას. ბრიტანელებს გაუმართლათ რო ჩერჩილი ყავდათ,არ დანებდა და ბომბების წვიმის მიუხედავად,მაინც აგრძელებდა წინააღმდეგობას. ჩემი აზრით,ინგლისს ზღვამ უშველა და ამიტომაც დიდხან გაძლო,მერე ამერიკამ გადაარჩინა. ამ ქვეყანას რო სახმელეთო საზღვარი ქონოდა გერმანიასთან ან დაპყრობილ ქვეყნებთან,ამერიკის დახმარებაც ვერ მოუსწრებდა. საბჭოეთმაც ვერ გაუძლო და როცა სტალინგრადს ახსენებთ,რუკას მაინც დახედეთ,რამხელა ტერიტორია ქონდა დაკავებული გერმანიას,კავკასიონამდეც მოვიდა. არც ისე არის რო არიქა და სტალინმა ჯოხი დაკრა და გერმანია დაამარცხა,უჭირდა მათაც და ამერიკა აძლევდა დახმარებას სესხის სახით. ჰიტლერმა ვერ გათვალა ის ფაქტი რო საბჭოეთის დასამარცხებლად მოსკოვამდე კი არა,კამჩატკამდე არის მისვლა საჭირო და ამიტომაც დამარცხდა. სადღაც ზამთარი წამოგეწევა და წამოეწია,ამიტომაც წააგო. არადა,მანამდე მშვენივრად ინაწილებდნენ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების მიწებს. ამიტომაც,არ გვინდა რა სტალინის გაფეტიშება,თუ ასეთი მაგარი იყო,რატომ ვერ გათვალა ის ფაქტი რო გერმანია შეუტევდა ევროპის დაპყრობის მერე? ძნელი იყო ამის გათვლა? თუმცა ისიც ფაქტია რო იმ დროინდელ მსოფლიოში და ჩემი აზრით,მთელ მეოცე საუკუნეში მისნაირი ლიდერი არ ყოფილა,შეიძლება ამ საუკუნეშიც. ასევე,ისიც ფაქტია რო არც ჰიტლერი იყო ვინმეზე ნაკლები და მისი ჩამოწერაც არ შეიძლება. ახლა ყველა მას აგინებს და სტალინს ადიდებს,რო მოეგო იმ ჩემისას,ჰიტლერს განადიდებდნენ და სტალინს აგინებდნენ. ეს არის საზღაური ომის,თორე ლიდერობა არცერთს ეშლებლოდა.
0 1 3