ამოცანები 5 კრიმინალური გამოცანა, ერთი დეტექტივის პრაქტიკიდან (პასუხები აქვს) 23 მარტი, 9:41 1. სახლი მოჩვენებით — ამაზე კარგ სახლს, ვიდრე ეს არის, თქვენ ვერ ნახავთ – თქვა ტილფორდმა, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტმა. – მას თავისი სტილი აქვს, ხეზე ნამუშევარიც ძალიან დახვეწილია. და ამ ყველაფერს, ის ემატება, რომ თუ იყიდით, საკუთარი მოჩვენება გეყოლებათ. — მოჩვენება? – ჩაეკითხა მერედიტი და თან საძინებლის ფანჯარა გამოაღო, რომელიც ასფალტირებული მოედნის თავზე, II სართულზე იყო. კითხვა: რატომ? 2. ნარინჯისფერი ფრინველი რამდენიმე წლის მანძილზე მისის სიდნი, ყველაზე მდიდარი ქვრივი ნიუ-ორკში, უშედეგოდ ცდილობდა დაემარცხებინა დოქტორ მერიდიტი. როგორც კი ცნობილი გამომძიებელი მის სახლში შევიდა, მაშინვე დაიწყო თამაში — "მიასაკლავე დეტექტივი"... — რა თქმა უნდა თქვენ არ დაგჭირდებათ ამდენი დრო, რომ დაადგინოთ ვინ მოიტყუა. კითხვა: ტყუილი რომელმა თქვა? 3. ინდიელებთან მოვაჭრე დოქტორი მერიდიტი, სხვა ტურისტებთან ერთად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წავიდა სამოგზაუროდ. ტურისტები მუზეუმში შევიდნენ და მწვანე ბოთლის ცარიელ ქანდაკებას მიაშტერდნენ. მის გვერდით დაფაზე ეწერა: "ექიმი ჰენრის საიდუმლო ელექსირი." ექსკურსიამძღოლმა აუხსნა ტურისტებს ამ ბოთლის შენახვის მიზეზი. — მშვენიერი ჯინა ნოსკი 77 ასეთი ბოთლით იყო გადარჩენილი 83 წელს, – დაიწყო მან. – მოხუცი ჰენრი მხოლოდ ინდიელებთან ვაჭრობდა – მას არასოდეს მიუყიდია თავისი ელექსირი თეთრი ადამიანისთვის და ელექსირის შემადგენლობას არავის უმხელდა. მაგრამ სიკვდილის წინ, მან თავისი საიდუმლო ნდობით აღჭურვილ პირს გაანდო, როგორც აღმოჩნდა, ელექსირში მხოლოდ შაქარი და წყალი იყო. ერთხელ მთვრალმა ინდიელმა ახალგაზრდა ჯინა მოიტაცა და ჰენრი გამტაცებელს თავისი სურვილით დაედევნა. ის გოგონას დასახმარებლად გადახურული ოთხთვალათი გაემართა, რომელიც ინდიელებთან გადასაცვლელი საქონლით იყო დატვირთული, ხოლო გარედან 80 ცალი ელექსირის ბოთლი ეკიდა თოკებით. ხუთი დღე იარა მან ყინულით მოლიპულ გზებზე, საშინელ ქარში და თოვლში. ჯინა უვნებლად დააბრუნა სახლში. მან მთელი საქონელი და 77 ბოთლი ჯინას სანაცვლოდ მისცა ინდიელებს, ხოლო დარჩენილი სამი ბოთლი, ჯინას მისცა და იმანაც მაშინვე დალია. — ექიმი არ იყო გმირი, – შეეწინააღმდეგა მას მერედიტი. - ის თაღლითი იყო და ჯინას გატაცების თანამონაწილე! კითხვა: როგორ მიხვდა ამას მერედიტი? 4. თვითმკვლელების ოთახი სერ სესილ ბრუდჰილდმა ძლივს მიიზიდა თავისკენ, ექვსას წლიანი სასახლის, ერთ-ერთი თაღის მასიური კარები. მერედიტის ოთახი “თვითმკვლელების ოთახთან" ახლოს იყო. როდესაც ის დაწოლას აპირებდა, ყრუ ყვირილის ხმა გაიგო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. მერედიტი სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. სერ სესილიც ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა “თვითმკვლელების ოთახისკენ". მათ ერთად გააღეს მძიმე კარები. სერ სესილმა ფარანი ქვემოთ მიანათა და სინათლის სხივმა ახალგაზრდა კაცის სხეული გაანათა. — რიჩი, ჩემი ცოლის ადვოკატი! – წამოიკივლა სერ სესილმა. ითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი? 5. მოჩვენებითი გმირი — ყველაფერი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა – თქვა სირილ მაკინმა – მარგარიტამ მაშინვე გამშიფრა. – მან ღრმად ჩაისუნთქა. – მარგარიტა – მარგარიტა აპელსონია – მოხუცი გენერლის, უილიამ აპელსონის, მეტსახელად “ველური ბილის" ქალიშვილი და ის გადარეულია ომის გმირებზე. მე ვეტერინარი ვიყავი კორეაში და თოფის გასროლის ხმაც კი არ გამიგია. ამიტომ, რამე უნდა მომეგონებინა, ფრონტთან დაკავშირებული, გმირული ისტორია, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა მარგარიტაზე. — მომიყევით ყველაფერი ისე, როგორც მარგარიტას მოუყევით და მე შევძლებ იმის გარკვევას თუ სად დაუშვით შეცდომა. – შესთავაზა მერიდიტმა. ახალგაზრდა მამაკაცს ერიდებოდა, მაგრამ მაინც მოუყვა თავისი ისტორია მერიდიტს. როდესაც სირილმა დაასრულა მოყოლა, მერიდიტმა გაიღიმა: — გასაკვირი არ არის, რომ მის აპელსონმა არ დაგიჯერათ. კითხვა: რატომ?პასუხები: 1. მერიდიტმა სახლის დათვალიერების დროს, ფანჯარა გამოაღო. ე. ი. ფანჯარა შიგნით იღებოდა. მასწავლებელი კი ამბობდა რომ, დაინახა როგორ ასწია ფანჯრის ჩარჩო ზევით. ის აშკარად იტყუებოდა. 2. იტყუებოდა ლი როაჩი, რადგან ოკეანის იახტა იმდენად მაღალია, რომ წყალში ჩავარდნილ კაცს ხელით ვერ მისწვდებოდა მეორე ადამიანი და თან, ჰაუკმა ცურვა არ იცოდა, მის დახრჩობას, ზემოდან ხელის დაჭერა არ სჭირდებოდა. ის წყლის ზედაპირზე, 30 წამი იფართხალებდა და ჩაიძირებოდა. 3. ხუთი დღის მანძილზე, ყინვაში, შაქრიანი წყალი აუცილებლად გაიყინებოდა და ბოთლები დასკდებოდა, თან თუ გამტაცებლებს გაეკიდა, ცხენით უნდა წასულიყო და არა საქონლით დატვირთული ოთხთვალათი. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოიგონა, რომ ჯინას ოჯახის წევრებს, მისთვის ინდიელებისთვის დატოვებული საქონლის საფასური გადაეხადათ. 4. რიჩს არ შეეძლო კარების დაკეტვა, რადგან კარების იქით იატაკი არ იყო... 5. თხრობის დასაწყისში, მან თქვა რომ მშვიდი ამინდი იყო. ასეთ ამინდში დროშა ვერ იფრიალებდა. არხის სხვა სიახლეები:* ვინ არის მკვლელი? – კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)* კატები – ჩვენი ოჯახის "კუდიანი" წევრები (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)* 7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?206 2-ს მოსწონს
|