x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სკანადალი ამერიკაში: ცნობილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი წლების განმავლობაში აყალბებდა დნმ ტესტებს და ადამიანებს გისოსებს მიღმა უშვებდა
image

CBI-ს გამოძიების დასკვნა ვუდსის წინააღმდეგ გამოქვეყნდა პარასკევს, 8 მარტს და იგი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა . გაირკვა, რომ სახელგანთქმულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა წაშალა ან შეცვალა გარკვეული დნმ მონაცემები სისხლის სამართლის საქმეებში.. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მან " სტანდარტული საგამოძიებო პროცედურებიდან გადაუხვია".


სინამდვილეში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვუდსმა შეცვალა შედეგები მხოლოდ მისთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რათა დაედანაშაულებინათ გარკვეული ადამიანები.

და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ახლა გამომძიებლებმა უნდა გაარკვიონ, რომელ შემთხვევებში შეცვალა დნმ-ის მონაცემები ამა თუ იმ გზით.



"ეს არის გიგანტური, უბრალოდ უპრეცედენტო დომხალი. ძალიან მინდა ვიცოდე რა ჯანდაბა გააკეთა"-ამბობს ჯორჯ ბრაჰლერი დენვერის ყოფილი პროკურორი.



და მართლაც საშინელი დომხალია. ამჟამად, 652 სისხლის სამართლის საქმე უკვე ეჭვქვეშ დგას და ჯერჯერობით CBI მხოლოდ ამოწმებს იმ საქმეებს, რომელშიც ვუდსი მონაწილეობდა 2008 წლიდან 2023 წლამდე. არა და იგი ბიუროში 1994 წლიდბნ მუშაობს, ანუ ჯერ კიდევ ასეულობით საქმე შესასწავლია.

image

ვუდსის მიერ ჩატარებული დნმ-ის სამი ათასი ტესტი ხელახლა გადამოწმებას საჭიროებს. CBI ლაბორატორიები წელიწადში სწორედ ამ რაოდენობის ტესტზე მეტს ფიზიკურად ვერ ამოწმებენ. მართლაც სიტუაცია რთულია.სამედიცინო ექსპერტის საეჭვო ხრიკები სახელმწიფოს უკვე 7, 5 მილიონი დოლარი დაუჯდა.

image

არა და ვუდსი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირიებს, ერთ-ერთია ძველი საქმე არის მანიაკზე, რომელიც დნმ- ტესტის წყალობით გაიხსნა.


მის მიერ გახსნილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქმე იყო მანიაკის დაკავება, რომელსაც შეერთებულ შტატებში მეტსახელად "კოლორადოელი ჩაქუჩიანი მკვლელი " უწოდეს. 1984 წელს ქალაქ ორორაში ვიღაცამ მოკლა სამსულიანი ოჯახი. ისინი ყველა ჩაქუჩით იყვნენ დახოცილები. გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ იპოვა კიდევ ერთი ქალი, რომელიც იმავე გზით გააუპატიურეს და მოკლეს.

image

2018 წლამდე გამოძიება გაუხსნელი იყო. თუმცა, როდესაც ვუდსი ჩაერთო საქმეში, ეჭვმიტანილი სწრაფად გაჩნდა. ცნობილი სასამართლო მეცნიერის მიერ ჩატარებულმა დნმ-ის ტესტებმა მიუთითა ალექს იუინგზე, რომელიც მანამდე იხდიდა სასჯელს ჩაქუჩით თავდასხმისთვის.


ახლა ეს და კიდევ უამრავი საქმე გადასახედია, დიდი ალბათობით მრავალი უდანაშაულო ადამიანი იქნება გამომწყვდეული საპყრობილეში.

0
199
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0