მოვლენები
პრინცესებიც ცდებიან: სამეფო ოჯახის წევრთა 9 ყველაზე ხმაურიანი მოდური კონფუზი
21 მარტი, 10:07
როგორც ცნობილია სამეფო ოჯახების წევრებს პროტოკოლით განსაზღვრული დრესკოდის დაცვა ევალებათ, რომელთა წყალობითაც ისინი ყოველთვის დახვეწილი გარეგნობითა და იდეალური ჩაცმის სტილით გამოირჩევიან, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთ ცისფერსისხლიანს სრული ფიასკოსგან ვერც დეტალურად გაწერილი ნორმები შველის. სამწუხაროდ, დახვეწილი გემოვნებით სამეფო ოჯახის ყველა წევრი არ გამოირჩევა, რაც მათ ჩაცმულობაზეც აისახება. მოდით, ვნახოთ ცისფერსისხლიანთა 9 ყველაზე ხმაურიანი მოდური მარცხი, რომელიც შეუმჩნეველი არც მსოფლიო პრესას დარჩენია.
შვედეთის პრინცესა ბირგიტა და მისი "გლამურული" სტილი
ლუქსემბურგის პრინცესა ალექსანდრა არჩევანში აშკარად შეცდა
შვედეთის არისტოკრატიის თვალისმომჭრელ წარმომადგენელს და შვედეთის მეფე ოსკარ II-ის შვილთაშვილს, დეზირე კოგევინას კი ბიუსჰალტერის არსებობის შესახებ საერთოდ დაავიწყდა
დამეთანხმეთ, რომ მონაკოს პრინცესა შარლენს ბევრად უკეთესი "ლუქის" შერჩევა შეეძლო
შვედეთის პრინცესა სოფიას სადღესასწაულო ჩაცმულობა კი მაქმანებიან კაბასთან მის მიერ არასწორად შერჩეულმა შავმა კოლგოტმა საბოლოოდ გააფუჭა
პრინცესა ბეატრისი და მისი ორიგინალური ქუდი
შარლოტა აი, შენ რაღატომ? შენგან ამას არავინ ელოდა
ბულგარეთის პრინცესა კალინა აშკარად ადგილობრივ გოთებთან შესახვედრად მიიჩქარის
ქეით მიდლტონი და "თავნება" კაბა