x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ვიტ-ჯორჯიას წარმატებული სტარტი
ვიტ-ჯორჯიას წარმატებული სტარტი ეროვნულ ლიგაში

image

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა2-ის მესამე ტურში ვიტ-ჯორჯიამ გარეჯს უმასპინძლა და 3-2 დაამარცხა და ჩემპიონატის სათავეში მოექცა, გუნდის რიგებიდან თავი შაქრო დვალიშვილმა ერთი გოლით ხოლო ამირან ძაგანიამ დუბლით გამოიჩინა, ეს უკანასკნელი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

ვიტ-ჯორჯიამ ჩემპიონატის ლიდერებს დამაჯერებლად სძლია და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე მოექცა, როგორც გუნდში განაცხადეს წარმატებული სტარტი ახალი მენეჯმენტის და განახლებული შემადგენლობის დამსახურებაა, გუნდის მიზანი კი ეროვნულ ლიგა1 ში გადასვლაა.


ვიტ-ჯორჯია სანაკრებო შესვენების დროს აქტიურად მოემზადება, შეკრება ორ ეტაპად გაიმართება, ყოველდღიური ვარჯიშები თბილისში გაიმართება, მეორე ეტაპზე კი შეკრებას თურქეთში გაივლის, პირველ ამხანაგურ შეხვედრას თელავთან გამართავს რომელიც 22 მარტს, 15:00საათზე, ოლიმპიურ მოედანზე გაიმართება, თურქულ შეკრებაზე სპარინგ პარტნიორები მოგვიანებით დაზუსტდება.

გუნდი წარმატებებს უსურვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:Lashalasha98
Lashalasha98
15