სხვა ბიძინა ივანიშვილი 2012, 13 ოქტომბერი, 15:53 ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში(საჩხერის მუნიციპალიტეტი)(18 თებერვალი 1956 წ)
მოქალაქეობა: საფრანგეთი
ეროვნება: ქართველი
პოლიტიკური პარტია:ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო
მეუღლე:ეკატერინე ხვედელიძე შვილები:უტა, ბერა, გვანცა, ცოტნე რელიგია:მართლმადიდებელი ბიძინა ივანიშვილმა 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: *მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა* მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა.მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო.ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა. 1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა.თანდათან ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა ბრუნვაში ასლგადამღები და მობილური ტელეფონები ჩართეს.ამ ყველაფრით მან დიდი კაპიტალი დააგროვა, რაც საბაბი გახდა რუსეთში ბანკი როსკრედიტის გახსნა, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის. 2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება.რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკუ გეგმებზე საუბრობდა.11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. 2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ჩამოაყალიბა თავის ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებთან: საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფურუმი.მოგვიანებით, კოალიციას შეუერთდა *მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს*.ივანიშვილის პარტია *ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო*ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. 224 7-ს მოსწონს
|