x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გერმანელი ექსპერტის პროგნოზი: რა მოელის რუსეთის ეკონომიკას მომავალში?
მიუხედავად იმ უპრეცედენტო მასშტაბების სანქციებისა, რაც ცივილიზებულმა სამყარომ პუტინის იმპერიას უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო დაუწესა, რუსეთის ეკონომიკა მაინც იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკა არათუ უნდა შემცირდეს, არამედ შესაძლოა პირიქით, გაიზარდოს კიდეც, თანაც მთელი 2, 6 %-ით, რაც ერთი შეხედვით იმის ილუზიას ბადებს, რომ სანქციები არაეფექტურია, თუმცა როგორც რუსეთის, ევრაზიის და აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ როხლიცი იუწყება, ეს ყოველივე მხოლოდ დროებითია და დიდხანს ვერ გასტანს.


რუსეთი მიმდინარე წელს საკუთარი ბიუჯეტის 30 %-ს სამხედრო საქმისთვის ხარჯავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ზე მეტს შეადგენს. ეს, მართალია, იმხელა დანახარჯები ვერ არის, რაც სსრკ-მ გაიღო მისი არსებობის ბოლო წლებში (რაც პრინციპში იქცა კიდევ “ბოროტების იმპერიის” დაშლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად), მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია. ეს თანხები ვეღარ მოხმარდება ინფრასტრუქტურას, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას და განათლებას. ეს ფინანსები მოხმარდება იარაღის წარმოებასა და ომის ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც უკრაინაში განადგურებისთვის არის განწირული, რაც პრინციპში წყალში გადაყრილი ფულია.


თუმცა რუსეთის მოსახლეობა ამას ჯერჯერობით მაინც ვერ გრძნობს. უფრო მეტიც, პარადოქსულია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფომ სამხედრო მრეწველობაში მასიური ინვესტიციები ჩადო, ხოლო რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე (მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი) 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ან ქვეყნიდან გაიქცა, ან ომში დაიღუპა, მოთხოვნა მუშახელზე გაიზარდა, რასაც ხელფასების ზრდაც მოჰყვა. შედეგად ქვეყანაში დარჩენილი რუსების ცხოვრების დონე ამაღლდა.


მაგრამ ეს ყოველივე ეშმაკთან დადებული გარიგების წყალობით მიღებულ კეთილდღეობას ჰგავს: მის მიერვე გაჩაღებული ომის შედეგად პუტინმა რუსეთს მომავალი წაართვა, რასაც მოსახლეობა რამდენიმე წელიწადში თანდათან სულ უფრო ცხადად იგრძნობს. თანდათან დაიწყება “გამოღვიძების” ფაზა, რაც უაღრესად მტკივნეული იქნება.



მიხაელ როხლიცის აზრით, რუსეთის ეკონომიკას შესწევს იმის უნარი, რომ ომი უკრაინაში კიდევ სულ მცირე რამდენიმე წლის მანძილზე დააფინანსოს, ანუ მანამდე, სანამ ჩინეთს და ინდოეთს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენის ინტერესი ექნებათ, მაგრამ ექსპერტის აზრით საბოლოო ჯამში რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლა გარდაუვალია.


საბოლოო ჯამში, პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთი განწირული სახელმწიფოა, რომელსაც არანაირი მომავალი არ გააჩნია.


რუსეთი

1
609
2-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
609
  
18 მარტი, 17:33
ჰოოო რავიცი რავიცი, რასაც მაგ დამთხვეული უცხოელი ექსპერტები რუსეთზე ბოდიალობენ ყველაფერი პირიქით ხდება, ასე რომ განწირული გერმანიაა რუსული იაფი გაზის გარეშე, მაგ მიხაელამ გერმანიაზე იდარდოს ის ჯობია. პატივცემულო ავტორო გადავხედე თქვენს სტატიებს სადაც ადრე უხვად მოგყავდათ უცხოელი ვაი
ექსპერტ მკითხავების პროგნოზები, არც ერთ და არაფერი არ ახდა. ამ მჩხიბავის პროგნოზი რატომ უნდა ახდეს?
0 1 1