x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134351
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
იცით თუ არა, რომ მარშალ ჟუკოვის თხოვნის შედეგად ამერიკელები ავსტრიაში საბჭოელებისთვის უფერულ "კოკა-კოლას", რომ აწარმოებდნენ?
image
ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა დელეგაციებში უცხოეთში ყოფნისას მუდამ ახლდა უშიშროების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც ამა თუ იმ ფაბრიკა-ქარხანაში სტუმრობისას გულდასმით ეცნობოდნენ ტექნოლოგიურ ციკლს. ასე აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში რიგი ტექნოლოგიები, რომლებიც უცხოეთიდან "ჭკვიანი თავებით" იქნა საბჭოეთში შემოტანილი.


უცხოეთში ყოფნისას განსაკუთრებით ხრუშჩოვი გამოირჩეოდა ამ მხრივ, ისე არ ბრუნდებოდა საბჭოთა კავშირში რაიმე სახის პროდუქტი ან მცენარეების თესლი არ ჩამოეტანა.



სწორედ ხრუშჩოვმა ჩამოიტანა საბჭოეთში გაზირებული წყლის ჯიხური-ავტომატები ამერიკიდან.



კიდევ ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც საბჭოეთში მოიწადინა ისეთივე გაზირებული წყლის, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ნანახი და გასინჯული უკვე ცნობილი ბრენდი "კოკა-კოლა" გამოეშვათ-მარშალი ჟუკოვი იყო.
ჟუკოვს ამერიკაში ყოფნისას მარშალს ძალიან მოეწონა "კოკა-კოლა", მაგრამ "ცივი ომის" გამო მისი შემოტანა ამერიკიდან საბჭოეთში შეუძლებელი გახლდათ, ამიტომაც საბჭოელებმა გადაწყვიტეს გამოეშვათ უფერული "კოკა-კოლა".




ჟუკოვმა "კოკა-კოლა" პირველად ბერლინში გასინჯა, სადაც ის მას ევროპაში მოკავშირე ჯარების უმაღლესმა მთავარსარდალმა დუეინ ეიზენჰაუერმა მიაწოდა, ეიზენჰაუერი თაადაც "კოკა-კოლას" დიდი მოყვარული იყო.

imageimageimage
ბერლინში შეხვედრა სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის 40-იან წლებში მოხდა. ამ დროისათვის უკვე ფუჭდებოდა ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, ასე რომ იმის შანსი საბჭოეთის დახლებზე ნაღდი ამერიკული გაზიანი სასმელი "კოკა-კოლა" გამოჩენილიყო არ არსებობდა.


მაგრამ გიორგი ჟუკოვი ჯორზე ჯიუტი ბუნების გახლდათ, მას მოეწონა "კოკა-კოლა" და მისი ხელიდან გაშვება არ უნდოდა, მან დახმარება სთხოვა გენერალ კლარკს, რომელმაც თავის მხრივ აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს მარშალ ჟუკოვის თხოვნა გადასცა.


ტრუმენის დავალებით გამოინახა ქიმიკოსი-ტექნოლოგი, რომელიც ტრადიციული ამერიკული "კოკა-კოლას" ნაცვლად შექმნიდა უფერულ "კოკა-კოლას". ტექნოლოგმა შესძლო და შექმნა უფერული გაზიანი სასმელი "კოკა-კოლა", რომლის წარმოება საბჭოელებისათვის დაიწყო ავსტრიაში, საიდანაც ის თვითმფრინავებით გადაჰქონდათ საბჭოთა კავშირში.

imageimage





0
204
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
204