ქალი და მამაკაცი რომელია ქალის ყველაზე სექ@სუალური წონა და სიმაღლე? 28 მარტი, 11:36 სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.
მამაკაცების გაგებით, ქალის სილამაზე არის სხვადასხვაგვარი, ზოგ შემთხვევაში - კომპლექსური იმიჯი. მათი უმეტესობა გარკვეულ კრიტერიუმებს ანიჭებს უპირატესობას, გარკვეული არაესთეტიკური ნიშნები ქალის გარეგნობაში კი აძლევთ მათ საშუალებას, განიხილონ, როგორც უარყოფითი მხარეები. რომელია ქალის ყველაზე სექსუალური წონა და სიმაღლე?შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ დაადგინეს პირდაპირი კავშირი სხეულის მოცულობასა და ქალის სექსუალობას შორის... თუმცა მეცნიერები ციფრებზე საუბრობენ. ისევე, როგორც, მამაკაცები ყოველთვის აღფრთოვანდებიან ხოლმე ქალების სხეულის მასის ინდექსით 22.8-დან 24.8-მდე. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გოგონები არიან 165 სანტიმეტრი სიმაღლით და 65 კგ-ით. პროპორციები საერთოდ არ არის მოდელის მსგავსი. მაგრამ მეცნიერები იცავენ თავიანთ აზრს და ამბობენ, რომ სწორედ ამ პარამეტრების მქონე ქალები აირჩიეს მამაკაცებმა მრავალ ექსპერიმენტში. 692 3-ს მოსწონს
|