x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ დააგორა კიბეებზე ლევან თედიაშვილმა ოლეგ ბლოხინი - უცნობი ისტორია ლეგენდარული ფალავნის ცხოვრებიდან
image

როგორც მოგეხსენებათ, დიდი ფალავანი, ლეგენდარული ლევან თედიაშვილი სულ ახლახან გარდაიცვალა. დღეს, 15 მარტს მას 76 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტს მისი ცხოვრებიდან.


თედიაშვილი მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადაზე ჩავიდა, როგორც მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი. კანადაში ქართველმა ფალავანმა მეორე ოლიმპიური ოქროც მოიპოვა - 90 კგ-მდე კატეგორიაში, მაგრამ ეს გამარჯვება შეიძლება არც ყოფილიყო - თედიაშვილს დისციპლინის დარღვევის გამო გუნდიდან გარიცხვა ემუქრებოდა. არა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდში ლევანთან ყველაფერი კარგად იყო -ის კოლექტივის სული და გული იყო.


საქმე იმაშია, რომ, ის სერიოზულად ეჩხუბა იმ წლების სსრკ-ს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ საბჭოთა სპორტსმენს - ოლეგ ბლოხინს, 1975 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელს და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს. თედიაშვილმა ეს ამბავი 1998 წელს, ჟურნალ «Спортивная жизнь России " ში, რუსეთის დამსახურებულ მწვრთნელთან, სამბისტ კონსტანტინე ტინოვიცკისთან ინტერვიუს დროს გაიხსენა.



„მათ უნდოდათ კანადიდან თბომავალით ჩემი სახლში დაბრუნება, - აღნიშნა თედიაშვილმა. - მაგრამ სხვა რამისთვის. ჩვენ ტელევიზორს ვუყურებდით: ალექსეევი, ტურიშჩევა და მე. უცებ შემოდის ბლოხინი და უსიტყვოდ რთავს სხვა პროგრამაზე. "დააბრუნე", ვეუბნები მე. ის ცივი მზერით მიყურებს და არც ინძრევა. ვარსკვლავია! ნერვები არ მეყო. საყელოში ჩავავლე და კიბეებზე დავაგორე. ამ დროს ლობანოვსკი ქვემოდან ამოდიოდა და ამ დროს მისი საყვარელი შეგრიდი ძირს გდია... და დაიწყო ერთი ამბავი! საერთო კრება, საქმე იქამდე მივიდა, რომ ბრძოლის გარეშე ჩემი სახლში გაშვება უნდათ.


სიტყვას ვითხოვ. მე ვამბობ: "მომეცით საშუალება მოვიპოვო ოლიმპიური ოქროს მედალი სამშობლოსთვის, რომელსაც ეს თერთმეტი სიმპათიური ფეხბურთელი, თუნდა შენჯღრიო, ერთ მედალსაც ვერ მიიღებს!"


მართლაც, სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრები ნახევარფინალში გდრ-სთან დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა. თედიაშვილი ფინალში გავიდა, სადაც არა მხოლოდ ბენ პეტერსონი, არამედ მსაჯებიც დაამარცხა.


თუ როგორ მოატყუა მსაჯები(ანუ დაამარცხა) ქვემოთ შეიტყობთ:(ნაწყვეტი გაზეთი "ლელოდან")



1976 წლის 31 ივლისს მონრეალის ოლიმპიურ ხალიჩაზე 90 კილოში ბოლო ოლიმპიური ოქროს მედლის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ერთმანეთის პირისპირ მიუნხენის თამაშების ჩემპიონები – ლევან თედიაშვილი და ამერიკელი ბენ პეტერსონი იდგნენ. ოთხი წლის წინ ისინი მიუნხენში სხვადასხვა წონით კატეგორიაში ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ჯონიმ, რომელსაც მონრეალში ოლიმპიური ჩემპიონობა მოეპოვებინა და ძმას სეკუნდანტობდა, ბენს უთხრა თურმე – "ტედის” შენი შემოწმება გადაუწყვეტიაო. "ერჩივნა, თავის წონაში დარჩენილიყო, ჩემთან ვერაფერს გახდება”, - იმედიანად იყო მიუნხენის გმირი.


"ამერიკელები მონრეალში თავს მასპინძლებად გრძნობდნენ, - იგონებს ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი ლევანი. – ვიცოდი, არბიტრები ოლიმპიადის ბოლო დღეს ამერიკელის მხარეს იქნებოდნენ, ამიტომაც ფინალის წინ საიდუმლო სცენარი შევიმუშავე – მსაჯები უნდა დამერწმუნებინა, რომ ბენი მათ დაუხმარებლადაც მომიგებდა.

მართლაც, პირველი ქულა ავიღე თუ არა, ვცდილობდი, არ მეჭიდავა. არბიტრებმა გაფრთხილება მომცეს და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1. პირველი პერიოდი ფრედ - 2:2 დამთავრდა. საბჭოთა დელეგაციის წევრები შეშფოთებული მიყურებდნენ. მათ ხომ ჩემი საიდუმლო გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ”.

მე-2 პერიოდი თედიაშვილმა 6:4 მოიგო. მესამეში, სანამ მწვრთნელები და ბენი აზრზე მოვიდოდნენ, ქართველმა ფალავანმა ხუთი ქულა აართვა ამერიკელს და 11:5 გაიმარჯვა. გაოგნებული უყურებდნენ უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. მეორე დღეს "მონრეალ სტარის” კორესპონდენტი წერდა: "ტედი” თანამედროვე სპორტსმენის ეტალონია. იგი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი, ამიტომაც აღიარეს მონრეალის ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ.

1
1242
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1242
  
კიდე კარგად გამომძვრალა ბლოხინი
0 1 1