ჭიდაობა საქართველოს პირველი ოქროს მედალი და ახალი რეკორდი რიოს ოლიმპიადაზე 2016, 17 აგვისტო, 9:08 ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ რიოს ოლიმპიადზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
105+ წონით კატეგორიაში ლაშამ 473 კილოგრამი დაძლია და ორჭიდში ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ლაშას ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის 1 კგ. დააკლდა(215) . ბაჰდათ სალიმმა 216 კგ. სძლია და შესაბამისად ოქროს მედალი და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვერცხლის მედალი მოიპოვა სომეხმა გორ მინასიანმა, ხოლო ბრინჯაო კვლავ ქართველ სპორტსმენს ირაკლი თურმანიძეს ხვდა წილად.ორჭიდში მან 448 კილოგრამი ასწია. ამრიგად, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ოლიმპიადაზე, ორი ქართველი სპორტსმენი ერთდროულად დადგა კვარცხლბეკზე. 369 6-ს მოსწონს 1-ს არა
|