ალჟირის ტერიტორიაზე, საჰარის უდაბნოში იპოვეს ამოუცნობი ობიექტის ნანგრევები, რომლის ცალკეული ნაწილი ჯერ კიდევ მთელია
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება ძალიან წინაა წასული და გადაადგილების პრობლემაც არაა თუნდაც თვალუწვდენელ უდაბნოებში, აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა ალჟირის ტერიტორიაზე, საჰარას უდაბნოში მდებარე კომპლექსი, კომპლექსი სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი და სადღეისოდ მეცნიერების ძალიან დიდი ჯგუფის კვლევის ობიექტია.
კომპლექსი, რომელსაც "ქსარ დე დრაა" უწოდეს, საიდუმლოებითაა მოცული. არავის შეუძლია ამ ეტაპზე მტკიცებულებით ფორმაში თქვას, რა მიზნით, რა საჭიროებისათვის იქნა უდაბნოში აშენებული ასეთი კომპლექსი ან საიდან იქნა საშენი მასალა აღნიშნულ ადგილზე მიტანილი.
არქეოლოგების თქმით აღნიშნული კომპლექსი შესაძლოა ყოფილიყო საცხოვრებელი კომპლექსი, სამხედრო დანიშნულების სიმაგრე, სავაჭრო ქარავნებისათვის გათვლილი დასასვენებელი ადგილი ან სულაც საპატიმრო.
მათივე თქმით, აღნიშნული კომპლექსის სავარაუდო თარიღი მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებია. მათი ვარაუდით იმ დროისათვის საჰარის უდაბნო ჯერ კიდევ იყო ნაწილობრივ დასახლებული.
როგორც მეცნიერების ერთი ნაწილი ვარაუდობს, ეს კომპლექსი უნდა ყოფილიყო მომთამარე ტომებისგან თავდასაცავი სიმაგრე, რომელსაც სამმაგი გალავანი ჰქონდა, ამჟამად გარე გალავანი თითქმის დანგრეულია. ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ გალავანი თავისით ჩამოიქცა თუ მომთაბარე ტომების ლოდსატყორცნებით იერიშის მიტანის შედეგია ნაადრევია (მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოზრდილი ლოდებია სიმაგრის ირგვლივ მიმოფანტული), ყველაფერს დაჭირდება მეცნიერული კვლევები. კომპლექსის შიგნით დამატებითი შენობების არსებობაზე მეტყველებს კვადრატული ფორმის ქვის საძირკვლები.
გასაოცარი კი ისაა, რომ ამხელა ობიექტი აქამდე უცნობი იყო მეცნიერებისათვის.