ფოტოგრაფია საფრანგეთის გული: 1930–40–იანი წლების პარიზის 30 განსაცვიფრებელი ფოტო 14 მარტი, 15:36 სიყვარულის, მოდის და თავისუფლების ქალაქი ფოტოგრაფებს გულგრილს ვერ ტოვებს. მათ შორის გამოირჩევა როჟე შალი – ფრანგი ფოტოგრაფი მე–20 საუკუნის დასაწყისში. მისი შემოქმედების პიკი 1930–40–იან წლებზე მოდის. ნამუშევრების დიდი ნაწილი საყვარელ პარიზს მიუძღვნა. შალის ფოტოები გვაჩვენებს, როგორი იყო საფრანგეთის დედაქალაქის ყოველდღიურობა 80 წლის წინ.
გადახედეთ 1930–40–იანი წლების პარიზის რეტრო ფოტოებს და დატკბით თავისუფლების, სიყვარულის და შემოქმედების უნიკალური ატმოსფეროთი. როჟე შალი 1904 წელს საფრანგეთში დაიბადა. 30–იანი წლების ყველაზე ცნობილი გამოცემებისთვის იღებდა და იმდროინდელ ფოტოხელოვნების განვითარებაზე გავლენა მოახდინა. ფოტოგრაფს ყველაზე მეტად აინტერესებდა პარიზის ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც შემდგომ მისი საყვარელი თემა გახდა. შალიმ გადაიღო საფრანგეთის დედაქალაქი გერმანიის ოკუპაციამდე, მის დროს და მის შემდეგ. 1967 წელს გადაღებები შეწყვიტა და თავი მხატვრობას მიუძღვნა. ფოტოგრაფის შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაახლოებით 100 000 ფოტოს შეადგენს. შეხედეთ ამ საოცარ შავ–თეთრ ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია პარიზის ქუჩებში რვა ათწლეულზე მეტი ხნის წინ. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13. 14. 15. 16. 17. 18. 19. 20. 21. 22. 23. 24. 25. 26. 27. 28. 29. 30. პარიზი იყო, არის და დარჩება არა მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქი, არამედ მსოფლიო ხელოვნების, მათ შორის ფოტოგრაფიის ცენტრი. ცოცხალი რეტრო ფოტოები ათწლეულების უკან გვაბრუნებს და საშუალებას გვაძლევს დავტკბეთ რომანტიკის და თავისუფლების ატმოსფეროთი, რომელიც ამ ქალაქის ქუჩებში სუფევს. საფრანგეთის გული სიყვარულის და უდარდელობის რიტმში ცემას აგრძელებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. La Dolce Vita – 80-იანი წლების ულამაზესი იტალიის კაშკაშა ფოტოები 2. თვალწარმტაცი საქართველო არგენტინელი ფოტოგრაფის ობიექტივში 3. 30+ ფერადი ფოტო წარსულიდან და ისტორიები, რომლებიც მათ უკან დგას 4. არგენტინელი ფოტოგრაფი ეწვია 12 ქვეყანას 100 კოცნის კამერაზე აღსაბეჭდად – საუკეთესო ფოტოები 5. როგორ მეგობრობდნენ ცხოველები ადამიანებთან მე–19 საუკუნეში 423 1-ს მოსწონს |