საზოგადოება არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი პატარძლები, რომელთა ნახვა ბევრს დააფიქრებს 13 მარტი, 20:07 ქორწილის დღე განსაკუთრებულია ნებისმიერ ქვეყანაში, იქნება ეს განვითარების პიკზე მყოფი სახელმწიფოს თუ, აფრიკის რომელიღაც მიყრუებულ კუთხეში მცხოვრები ცივილურ გარემოს მოკლებული ტომის მცხოვრები. ყველაფერი ინდივიდუალურია, მათ შორის ქორწინებაც, ზოგი მგელივით ერთხელ ქორწინდება და ამ ქორწინების ერთგული რჩება ბოლომდე, ზოგიერთი კი ჩემი ყოფილი პედაგოგისა არ იყოს 8-ჯერ ქორწინდება და ყველა ქორწინებას დაარღვევს, რადგან ქალი მისი აზრით საკუთრებაა და არა ადამიანი, რომელსაც ცხოვრებას უკავშირებს ოჯახის შექმნის მიზნით. ოჯახის შექმნა ადვილია, მისი შენარჩუნებაა ძნელი, რადგან დაოჯახებით უზარმაზარ პასუხისმგებლობას იღებ, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ქალზე იქნება საუბარი თუ კაცზე, პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება. თუმცა მე ვთვლი, რომ მამაკაცმა ოჯახი მაშინ უნდა შექმნას, როცა ოჯახის რჩენის, შენახვის და ოჯახის გაძღოლის უნარებს შეიძენს. არ მიმაჩნია სწორად, როცა შვილები ოჯახდებიან მშობლების იმედად, მშობელი ბუნებრივია შვილს შეძლების ფარგლებში მუდამ დაეხმარება, მაგრამ სასურველია ახალგაზრდა მამაკაცმა თავად აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ოჯახის შექმნისთანავე და მშობლების "კისერზე არ იყოს ჩამოკიდებული". ზოგადად, ქორწინება ორმხრივი პასუხისმგებლობაა, რომლის მეშვეობითაც ოჯახი ხდება მყარი და მომავალში მათ შვილებს არ მოუწევთ ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც მოზარდის ფსიქიკა ინგრევა. ახლა კი შემოგთავაზებთ სურათებს ქორწილებიდან, სადაც პატარძლები მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ გამოიყურებიან, ისევე, როგორც სიძეები. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ნეფე, როცა ამ ნიღაბში იღებდა სურათს ქორწილის დღეს ან რაზე ფიქრობდა დედოფალი როცა სიგარით პირში პოზიორობდა კამერის წინ. ან ორსულადაა ან ნაბახუსევია ეს პატარძალი, მჟავე კიტრი რომ "გაურჭვია პირში". დედოფალი ბიუსტს რატომ ამოწმებს გაუგებარია ან მისი დაქალები ასე გულიანად რატომ იცინიან? ამ სიძემ, როგორც ჩანს "იკაცა", მაგრამ ეტყობა აშკარად არ იცის ამ ჟესტის წარმოშობა, თან არც ეს ჰგავს ინგლისელ მოისარს. "სალდაფონი სალდაფონია", არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი. რატომ აქვს ასეთი უაზრო გასართობი ქორწილის დღეს ამ ხალხს? საპირფარეშოს ღია კარებში თუ არ გადაიღე ქორწილის სურათი უნიტაზზე დამჯდარმა, რა "მუღამი" ექნება ქორწილს? აშკარად "გასულია მომსახურების ზონიდან" ეს პატარძალი. "გამომზეურება" თუ უნდოდათ, კაბების ნაცვლად ტრუსებით დასწრებოდნენ ქორწილს. რწყილი ჩაუძვრა ალბათ ქვედა საცვალში, რა გადასაღები ეს კადრი იყო? პატარძალი აშკარად მთვრალია. ნასვამი და მთვრალი დედოფლების კოლაჟი. +16 1125 5-ს მოსწონს |