x
image
Yoona
Mediator image
2023 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24%–ით შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) ავრცელებს.



image



რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1 173.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3 პროცენტით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ 1 279.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.



საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8 პროცენტი შეადგინა.




პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 24.6 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდები 22.6 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით.



image



სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2023 წელს 66.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია.



მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).



ძირითადი ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2023 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული განაწილება:


image

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
0