x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ახლა მოგიყვებით ამბავს, მხოლოდ მე რომ მემართება"-რა შეემთხვა ლალი მოროშკინას?

image

ახლა მოგიყვებით ამბავს, მხოლოდ მე რომ მემართება იმ ციკლიდან:
მოკლედ ერთ საკმაოდ სოლიდურ გამოცემას მივეცი ინტერვიუ.
გამოდის სტატია და ჰოი საოცრებავ!
მე მაცვია,
რაღაც გაუგონარი,
მაქმანებით და მწვანე სტრაზებით მოვარაყებული ბრჭყვიალა სვიტრი.
ნუ ვინც ოდნავ
მაინც მიცნობს,
იცის, რომ არათუ ასეთი ჭრელი,
არამედ სადა სვიტრებიც არ მაცვია.
დავურეკე ჟურნალისტს.
ძალიან უხერხულობაში კი ჩავარდა,
მაგრამ ახლავე გადავამოწმებ დამკაბადონებელთანო
.…. აღმოჩნდა,
რომ ჩემი "შანელის" კაბა არ მოწონებია ხელოვნურ ინტელექტს და ფოტოს დამუშავებისას(ფერთა დაშლა) ეს, ფასკუნჯების შაბაშის სვიტრი შეუთავაზებია. დამკაბადონებელი მამაკაცია,
იფიქრა,
ცუდს არ შემომთავაზებდაო და ბრმად ენდო ხელოვნურ ინტელექტს;
მოკლედ,
რომ ვამბობ, ამ პლასტმასის ინტელექტის არაფერი მინდა, მათ შორის
არც ლამაზი დაფოტოშოპებული ცხენოსნების ფოტოები-
უკვირთ.
იქაც ალბათ მე და ცხენს ერთი სახე და განგრეული ფეხები გვექნება
გთავაზობთ ფოტოფაქტს.
პირველ ფოტოზე თავის დროზე GDS-ზე და შემდგომ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ფოტოა,
მეორეზე კი ხელოვნური ინტელექტის ბოდვა-სვიტრი.
რედაქციამ შეცდომა გამოასწორა. დამიბრუნა "შანელი"-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.
1
116
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116
  
12 მარტი, 18:42
და ნაოჭებს რომ უშლის ხელოვნური ინტელექტი ეგეც არ უნდა? :)
0 1 1