პროგრამირება "ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე იორდანესთან" - სასაცილო მემების ფოტოკრებული 2022, 31 მაისი, 14:55
როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში, მიზეზი კი ფრიად საპატიო იყო. წმინდა ქალაქში-იერსულამში, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოს 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა.პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია. პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს. "დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ღარიბაშვილმა. მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე იორდანეს ნაპირას არის ჩაცუცქული და პეშვით წყალს იღებს, სწორედ ეს გახდა მემების საბაბი.სოციალურ ქსელში ამ თემაზე ელვის უსწრაფესად ამ თემაზე შექმნილი უამრავი მემი გავრცელდა, ქვემოთ გთავაზობთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს..მანამდე გეტყვით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დაბრუნდა იერუსალიმიდან, აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის პატრიარქმა ჩვენი პრემიერ-მინისტრი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. ასევე იხილეთსოციალურ ქსელში სასაცილო მემების საბაბი გახდა ტელეჟურნალისტის გიორგი გაბუნიას სათვალე, რომელიც სამიოდე დღის წინ გაკეთებული განცხადების დროს ეკეთა და რომელიც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას შეეხებოდა. "პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოსგან ეს გადაწყვეტი...აგერ ორ კვირაზე მეტი გავიდა, (11 მარტს)როდესაც უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთი პრეზიდენტს მოსკოვში შეხვდა და ომის სიტუაცია აღუწერა, რაც საყოველთაო დაცინვის და მომენტალურად მემების თემად იქცა და დღემდე გრძელდება ლუკაშენკო ვიდეოში ამბობს: "სროლები ჩვენ არ დაგვიწყია. პირიქით, ... ტროლი ფოტოშოპში უკვე ტრადიციად იქცა და ინტერნეტსამყაროში მკვეთრად მოიკიდა ფეხი, მსგავსი ფოტოები მრავალი გხვდება ინტერნეტში.ასეთი სახის იუმორი მნიშვნელოვანია იმ ოფისის თანამშრომლებისთვის, რომლებიც დროდადრო უნდა განიტვირთონ მონოტონური სამუშაოებიდან და დაისვენონ და 1434 4-ს მოსწონს
|