ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი გიორგი გაბუნიას სათვალეზე გაკეთებული სასაცილო მემები და კომენტარები (ფოტოები) 2022, 21 მაისი, 8:18 სოციალურ ქსელში სასაცილო მემების საბაბი გახდა ტელეჟურნალისტის გიორგი გაბუნიას სათვალე, რომელიც სამიოდე დღის წინ გაკეთებული განცხადების დროს ეკეთა და რომელიც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას შეეხებოდა. "პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იქცა უბრალოდ, დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი, არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომლებიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე და ამიტომ ვართ ერთად. არც ენა, არც მამული, არც სარწმუნოება სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები. ვხედავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც მამული, უკვე დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა, არ გვაქვს არც ენა იმიტომ, რომ წერა-კითხვაც კი აღარ ვიცით წესიერად ან თუ ვიცით, ამას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გასახლეჩად და ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ. სამწუხაროდ, სარწმუნოებაც ფარსად იქცა, განსაკუთრებით ბოლო წლებში"-განაცხადა გაბუნიამ. თუმცა ინტერნეტმომხარებლების ყურადღება მიიქცია გაბუნიას სათვალემ და კომენტარებმაც არ დააყოვნა: "ეს სვარკის აპარატის სათვალით რატომ მოძრაობს?" "თხუნელას ვიდზე რატოა, რამე ტრენდია?" "ამას სვარჩიკის სათვალე რატო უკეთია? ჯოჯუას სილამაზე თვალს ჭრის?" "თვალებზე რა სიმახინჯე უკეთია, მარგარიტა სიმონიანს გავს" "ამან სვარჩიკად დაიწყო მუშაობა?" "ახალი ჯეიმს ბონდი" "თქვა მან და 3-იანი ელექტროდი ჰაერში შეათამაშა" ამის გარდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა გიორგი გაბუნიას ფოტომემები, გიორგი გაბუნია-Google, გიორგი გაბუნია-Audi, გიორგი გაბუნია-Oreo, გიორგი გაბუნია "სვარშიკი" და სხვა. გიორგი გაბუნის "სვარშიკის" სათვალემ, რომელის აიტაცა საზოგადოებამ, საკმაოდ ძვირი ღირს, დიზაინერ უმა ვანგის მიერ კუსტარულად დამზადებული სათვალე RIGARDS-ი 520 ევრო ღირს. ამის გარდა გაბუნიაზე გავრცელდა ვიდომემიც 619 3-ს მოსწონს
|