x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სენსაციური ფოტოები, რომლისაც მსოფლიომ დაიჯერა, ტყუილი აღმოჩნდა
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.




მრავალი სენსაციური ფოტო გვაქვს, რომელთა სიმართლეში ეჭვი ბევრ თვქენგანს არ შეუტანია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სენსაციურ ფოტოებს, რომლის რეალობის მსოფლიოს სჯეროდა, თუმცა ფეიკი აღმოჩნდა.



სენსაციური ფოტოები, რომლისაც მსოფლიომ დაიჯერა, ტყუილი აღმოჩნდა




1. ბავშვები ინტერნეტ-კაფეში, მას შემდეგ, რაც ფილიპინებში წყალდიდობა მოხდა.image

2012 წელს, დიდი წყალდიდობის დროს, ინტერნეტში ეს ფოტო გაჩნდა, სადაც დატბორილ აუდიტორიაში, ბავშვები კომპიუტერებით ერთობიან. მსოფლიომ დაიჯერა ფაქტი, თუმცა ფოტო ფეიკია.





2. დათოვლილი სფინქსი.image

ფოტო, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჩნდა, სენსაციად იქცა, რადგან ბოლო 112 წლის განმავლობაში, მსგავსი შემთხვევა არავის ახსოვდა. სფინქსი ნამდვილად დაითოვლა, თუმცა იაპონიაში, Tobu World Square-ს მინიატურული მაკეტების სკვერში.


image





3. ძროხა ავტომობილზე.image

ფოტომ წარწერით "ამას მხოლოდ რუსეთში ნახავთ", მსოფლიო მოიარა, სინამდვილეში კი ის კარგი ფოტოშოპია.


image





4. ტურისტი ნიუ-იორკის ცათამბჯენი, სავაჭრო ცენტრის სახურავზე 2001 წლის 11 სექტემბერს.image

ბევრმა დაიჯერა, რომ ეს ფოტო, ნაპოვნი ციფრულის შედეგდ აღმოაჩინეს და სენსაციად იქცა, "სიკვდილამდე წამით ადრე"... თუმცა, როგორც დადგინდა, ესეც ტყუილია.





5. შავი ლომი.imageimage

ფოტომ მსოფლიო მოიარა. როგორც ითქვა, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ჯიშის შავი ლომი, რომელმაც ფერი, გენური მუტაციით იცვალა, სინამდვილეში, ფოტო ყალბი აღმოჩნდა.






6. დათვი და მესურათეები.image

ბევრს სჯეროდა ფოტოს ნამდვილობის და ფინალიც აინტერესებდა, რა ბედი ეწიათ მათ? სინამდვილეში, ფოტოშოპია.


image






7. ოპიუმის წვეულება 1918 წელს.image

ფოტომ ინტერნეტი და მასთან ერთად მსოფლიო მოიარა, სადაც 1918 წლის ოპიუმის წვეულებაა მოცემული. ფოტო ტყუილი აღმოჩნდა. ის ფრანგი რეჟისორის- ჟორჟ რემონის ფილმი «Dandy-Pacha»- დან ერთ-ერთი კადრია.






8. უცენზურო მარტინ ლუთერ კინგი.image

დღემდე სჯერა ბევრს, რომ სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ფერადკანიანი მარტინ ლუთერ კინგი უცენზურო ჟესტს ნამდვილად გვაჩვენებს. სინამდვილეში კი ეს ფოტოც ფეიკია, ის მესურათეს ორ თითს აჩვენებდა.


image






9. ლენონი და ჩე გევარა.image

რაც არ უნდა რეალურად გამოიყურებოდეს ფოტო, ლენონს არასოდეს დაუკრავს ერნესტო ჩე გევარასთან ერთად. ამ ფოტოზე ის მუსიკალური ჯგუფი Elephant’s Memory-ის წევრთან უეინ გაბრიელთან ერთად უკრავს.


image






10. ყველაზე დიდი ობობა.image

არახნოფობებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, არავითარი მსგავსი ზომის ობობა არ არსებობს, ეს ფოტოც ფეიკია.


image






11. ჯონ კენედის მკვლელობა.image

ფოტო, რომელმაც მართლაც მსოფლიო მოიარა, დღემდე მიიჩნეოდა, რომ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე წამში გადაიღეს, სადაც მისი მეუღლე პანიკაშია და ამ გზით ტოვებს ავტომობილს, თუმცა ეს კადრი არის ფილმიდან, ასევე კენედის მკვლელობის შესახებ.







12. დერბიშირის ფერია. image
დენ ბეინსის საპირველაპრილო ხუმრობა დერბიშირიდან (ინგლისი). თითქოს ფოტოზე მუმიფიცირებული ფერიაა. ფოტომ ნამდვილად ააფეთქა ინტერნეტი. ავტორმა აღიარა, რომ ეს უბრალოდ ტყუილია.






13. ფენებიანი ღრუბელი.image

ფუჯის მთაზე პირამიდის ფორმის ღრუბლების ფოტო ძალიან ლამაზია, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ყალბია. სინამდვილეში იქ მხოლოდ ერთი ღრუბელი იყო.


image






14. კოშკი კლდეზე. image

აბსოლუტურად ფანტასტიკური ფოტო სინამდვილეში მიიღეს გერმანული ციხესიმაგრეს შერწყმით ტაილანდის კლდოვან კუნძულთან.



0
505
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0