x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ, რომლებსაც სკოლაში არ ასწავლიან

1. როდესაც ერთ ნაბიჯს ვდგამთ, რეალურად, 200-ზე მეტი კუნთი მოგვყავს მოქმედებაში.

2. ფეხის ტერფები, სხეულში არსებული ძვლების მეოთხედს შეიცავს.

3. კუჭის მჟავა იმდენად ძლიერია, რომ მას უჟანგავი ფოლადის დაშლა 4-5 დღეში შეუძლია.

4. ასაკთან ერთად, ჩვენი ცხვირი და ყურები უფრო დიდი ხდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ იზრდება. კოლაგენის დაშლა და გრავიტაციის ძალა კანის ელასტურობის დაქვეითებას იწვევს და ეს ორგანოები, ვიზუალურად, უფრო დიდი ჩანს.


image


5. ადამიანის სხეული, მოსვენების მდგომარეობაში, იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს, რომ 10 – 10 ვატიანი ნათურის გასანათებლად არის საკმარისი. ხოლო მაქსიმალურ რეჟიმში, ორგანიზმს 2000 ვატამდე ენერგიის გამომუშავება შეუძლია.

6. ჩვენი სხეული, გარკვეულწილად, ეკოსისტემას წარმოადგენს და მას ადამიანის მიკრობიომს უწოდებენ. ბუნებაში, ორი ერთნაირი მიკრობიომი არ არის და ადამიანის სხეული, საშუალოდ, 100 ტრილიონ მიკრობს შეიცავს.

7. ადამიანის ორგანიზმში ორგანო, რომელიც ყველაზე მეტ ენერგიას მოითხოვს – ტვინი კი არა, ღვიძლი არის.

8. დედამიწის მოსახლეობის 10% – ცაციაა. ყოველწლიურად, 2500 ცაცია იღუპება, იმ ნივთების გამოყენებისას, რომლებიც მემარჯვენეებისთვის არის განკუთვნილი.

9. ზრდასრული ადამიანის სხეულში, დაგროვილი ცხიმი, ბეტა-კაროტინით შეფერილობის გამო, ყვითელი ფერის არის. ხოლო, ჩვილებს ეს ნივთიერება დაგროვილი არა აქვთ და ამიტომ, მათ ორგანიზმში დაგროვილი ცხიმი თეთრი ფერისაა.

10. ადამიანი ცხოვრების მანძილზე, საშუალოდ, 200 000 კმ–ს გადის, რაც დედამიწის ირგვლივ, 5–ჯერ შემოვლის ტოლფასია.


image


11. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლს, ადამიანის ტვინის უჯრედებზე ზემოქმედების მოსახდენად, 6 წუთი სჭირდება.

12. მწვანე თვალები მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს აქვს.

13. ადამიანის წამწამების სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 დღეა არის.

14. 10 წელზე უფროსი, საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ღამეში 4 დან – 6 მდე სიზმარს ნახულობს.

15. ყველაზე ძლიერი კუნთი ადამიანის სხეულში – საღეჭია. ჩვენი ყბის კუნთს 80 კგ/სმ2 ძალით ჩაკბეჩა შეუძლია. შედარებისთვის: აფთრის კბენის ძალა 500 კგ/სმ2, ხოლო ნიანგის – 1600 კგ/სმ2.

16. შესაძლოა, ადამიანის სხეულს 120 წელზე მეტ ხანს სიცოცხლე არ შეუძლია და ამის მიზეზი, გენეტიკური კოდია, რომელიც ჩვენი უჯრედების დაყოფის შეზღუდვა შეუძლია.

17. ჯანმრთელი ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა, ათწლეულში 0.03°C–ით მცირდება. უკანასკნელი 150 წლის მანძილზე, ის 37°C –დან 36, 3°C –მდე დაეცა. ამის მიზეზად, მეცნიერები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებენ. შედეგად, მოსახლეობაში ანთებითი პროცესების დონე მცირდება.


image


18. ადამიანის ორგანიზმი ვიტამინ B12–ს 3-5 წლის მანძილზე ინახავს, რაც ყველაზე ხანგრძლივი შენახვის ვადაა, იმ საკვებ ნივთიერებას შორის, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება.

19. ნერვული იმპულსები ადამიანის სხეულში 400 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ფორმულა–1–ი ს სიჩქარე, შეჯიბრის დროს.

20. დაბადებისას, ჩვილის თვალები საკმარისად არ არის განვითარებული, რომ ფერი და მისი სიღრმე აღიქვას. ჩვეულებრივ, დაახლოებით, 6 თვე არის საჭირო, სრულფასოვანი მხედველობის ჩამოსაყალიბებლად. თავიდან, პატარები სამყაროს ნაცრისფერ ტონებში ხედავენ და პირველი ფერი, რომელიც მათ ცხოვრებაში ჩნდება – წითელია.

21. ადამიანს 20-100–ჯერ უფრო სწრაფად ესმის, ვიდრე ხედავს. ამიტომ, ყველაფერს, რასაც ყურებით აღვიქვამთ, დანარჩენი გრძნობის ორგანოების მიერ შეკრებილ ინფორმაციაზე და ანალიზზე ახდენს გავლენას.

22. ყურებში კრისტალები გვაქვს, რომლებიც გრავიტაციას გრძნობენ და წონასწორობას უზრუნველყოფენ.


გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "დიდი" – საინტერესო ფაქტები ფილმის გადაღების ისტორიიდან

* 5 ფაქტი იულიუს კეისრის პირადი ცხოვრებიდან, რომელსაც მეცნიერები ჩიხში მიჰყავს

* ისინი გარდაცვლილებად გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი გამოჩნდნენ...

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
233
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0