x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სახალისო კომიქსები

მოკლე იუმორისტული ილუსტრაციები, ალბათ ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა, ყოველდღიური ცხოვრებიდან ყურადღების გადასატანად. ჩილელი მხატვარი კარლო ფერდონი (Karlo Ferdon) ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ყოველ ჯერზე, მსგავსი ტიპის ახალ–ახალ კომიქსებს აქვეყნებს, რომ ადამიანებში დადებითი ემოციები გამოიწვიოს.

კარლო თავის ილუსტრაციებში არ იყენებს სიტყვებს და ყველაფერს ნახატებით გადმოსცემს. თავის წარმოსახვით სამყაროში, მხატვარი ადამიანებს, ცხოველებს და საგნებსაც კი, მეტად სახალისო და მახვილგონივრულ სიტუაციაში ათავსებს და ამ სურათების ნახვა ღიმილის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია.

მხატვარი აღიარებს, რომ კომიქსებში, მოკლე და სწორხაზოვანი იუმორი მოსწონს. ასეთი მიდგომა, სოციალურ ქსელებში უამრავ ადამიანს იზიდავს და მისი ხელოვნების თაყვანისმცემელთა წრე ყოველდღიურად იზრდება. ზოგიერთი ილუსტრაცია კი, "ვირუსულიც" კი ხდება. როგორც კომიქსების ავტორი ამბობს, იუმორს სიტყვების გარეშე, ბევრი უპირატესობა აქვს, რადგან მას ასე პოპულარობის მოხვეჭა უფრო უმარტივდება, რადგან ენობრივი ბარიერი, როგორც ასეთ, არ არსებობს.

კარლოს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ის ხშირად ხატავდა მულტიპლიკაციური ფილმების გმირებს, ხოლო შემდეგ, საკუთარი პერსონაჟებიც გამოიგონა. ხატვის სიყვარულმა, მას პროფესიაც შეარჩევინა და დღეს ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. ის ამჟამად გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ცხოვრებით ტკბება.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

სხვა სიახლეები:


* ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს

* ყველაზე უცნაური ქვეყანა მსოფლიოში – გაიცანით იაპონია სურათებით (20 ფოტო)

* ყველაზე უჩვეულო მოვლენების სურათები – უცებ ვერც მიხვდებით, რა ხდება კადრში?

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



0
380
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0