x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ისრაელის მოქალაქეებს, მათ შორის სასულიერო პირებს, უფლება მისცეს საზოგადოებრივ ადგილებში იარაღი ატარონ

image
გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელის ქალაქებზე "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლების შეტევის შედეგად ათასობით ებრაელი და ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე ჩასული ტურისტი ემსხვერპლა.


ტერორისტებმა სამხედროებთან და პოლიციელებთან ერთად დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები ასაკის განურჩევლად, ასევე მძევლად აიყვანეს ასობით ადამიანი, მათ შორის ჩვილბავშვიანი ოჯახებიც.


ტერორისტების შეტევის პირველ წუტებში და საათებში ებრაელები თითქოს დაიბნენ ცალკეული ადამიანების გარდა, რომლებმაც სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ტერორისტებს.


როგორც მოსალოდნელი იყო ისრაელის საჯარისო ნაწილები, პოლიციური დანაყოფები და სპეცსამსახურების რაზმებმა მალევე დაიწყეს ქალაქების წმენდა, რასაც ორივე მხარეს ისევ მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მძევლად აყვანილ ებრაულ ოჯახებში.



აქედან გამომდინარე მოსახლეობამ დაუცველად იგრძნო თავი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართეს მოთხოვნით, სამხედრო ან პოლიციური გამოცდილების მქონე პირებისთვის საზოგადოებრივ ადგილებში ავტომატური შაშხანების და პისტოლეტის ნება მიეცათ, რაც დაცულობის დონეს აამაღლებდა საზოგადოებაში.


ძალოვან სტრუქტურებში, რომლებსაც იარაღის დაკანონების უფლებას გასცემს 260 000 ებრაელის განცხადება შევიდა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლებისათვის. აღნიშნულ განცხადებებს სწავლობენ გულდასმით, სამხედრო და ფსიქოლოგიური კურსების გავლის მქონე პირებზე დაუყოვნებლივ გაიცა შესაბამისი იარაღები, დანარჩენების თხოვნა განხილვის პროცესშია მოთხოვნის რაოდენობის სიდიდის და ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნის გამო.
საინტერესო ფაქტია, რომ იმ პირებიდან, ვისაც იარაღის ტარების ან შენახვის უფლება მისცეს, დღემდე არცერთს არ გამოუყენებია იარაღი კანონსაწინააღმდეგოდ.


ესაა სახელმწიფოებრივი აზროვნება, დარწმუნებული ვარ ჩვენთან, სამწუხაროდ ამდენი იარაღი, რომ გაეცათ მოსახლეობაზე ის აუცილებლად იქნებოდა რიგ შემთხვევებში უკანონოდ გამოყენებული.

ებრაელები საზოგადოებრივ ადგილებში ავტომატური შაშხანებით. კოლაჟი.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
29
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
29