მიმოხილვა ყველაზე უცნაური და უჩვეულო ავტომობილები მსოფლიოში 15 მარტი, 8:33 ამ ავტომობილებიდან, ზოგიერთი, მართლაც რომ საშინელი შესახედია, ზოგი კი, პირიქით – ლამაზიც კი არის. შესაძლოა, მათგან რომელიმე, ფოტოზე ჩვეულებრივის ასოციაციასაც ტოვებდეს, მაგრამ რეალურად, აქ წარმოდგენილი ყველა ავტომობილი, ნამდვილად რომ უცნაურია. Pea Car ეს კაშკაშა მწვანე ავტომობილი სატელევიზიო რეკლამისთვის 2005 წელს შეიქმნა. მისი მეშვეობით, გაყინულ ბოსტნეულს უწევდნენ რეკლამას. ხოლო მას, Volkswagen Pea–ს (ფოლკსვაგენის ბარდა) ეძახიან. თუმცა, რეალურად, ავტომობილი სხვადასხვა ნაწილის ვინეგრეტია, რომელიც კომპანია Asylum შექმნა. Chevrolet El Camino Chevy El Camino – კუპესა და პიკაპის კომბინაციის შექმნის მცდელობაა. ავტომობილი ბაზარზე 1958 წელს გამოვიდა. მაგრამ, ცუდად იყიდებოდა და რამდენიმე წელში, წარმოებიდან ამოიღეს. თუმცა, ის 1964 წ. ისევ კონვეიერზე დააბრუნეს. 1964 Austin Mini Moke ეს ავტომობილი, რაღაცით, აშშ–ს სამხედრო ჯიპს ჰგავს. Austin Mini Moke–ი 1964 წელს ბრიტანული არმიისთვის შექმნეს. მაგრამ, არმიაში ავტომობილი, დაბალი კლირენსის (ავტომობილის აგრეგატების ყველაზე დაბალ წერტილი) გამო დაიწუნეს. ამიტომ, ის გასაყიდად უცხოეთში გაიტანეს. მაგრამ, 4 წლის შემდეგ, წარმოებიდან მოხსნეს. Lotus Evija Lotus Evija–ი "უცნაურად" ბევრს არ მოეჩვენება. ავტო, ჯეიმს ბონდის მანქანების სტილში, 2 მლნ. დოლარი ღირს და უკვე ამ ფაქტს გადაჰყავს ის "უჩვეულო" და "მიუწვდომელი" ავტომობილების კატეგორიაში. 1970 AMC Gremlin აღნიშნული ავტომობილის რეკლამაში ნათქვამია: "თუ შეგიძლია მანქანის შეძენა, მაშინ, შეგიძლიათ ორი Gremlin შეიძინოთ". ეს რეალურად AMC Hornet–აა, მოკვნეტილი უკანა ნაწილით. ერთი შეხედვით, ავტომობილი შეუხედავია... და მეორე შეხედვითაც – ასეა. Oscar-Mayer Wienermobile ეს მეტად უჩვეულო ავტომობილი, პირველი Wienermobile–ია (სოსის–მობილი), რომელიც Oscar-Mayer–მა, სარეკლამო მიზნით, 1936 წელს შექმნა. Faraday Future FF 91 Faraday Future, რომელიც ელექტრომობილების წარმოებით არის დაკავებული, კალიფორნიაში 2014 წელს დაფუძნდა. პირველი პარტიის – FF 91 გამოშვება, 2022 წლის ზაფხულში იგეგმებოდა და მისი ფასი, დაახლოებით, 180 000 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, დღეს, ავტომობილის წინასწარი შეკვეთა – 309 000 დოლარი დაგიჯდებათ! 2 L’Oeuf Electrique ბევრი თვლის, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი – ელექტრო მანქანებია. მაგრამ, ალტერნატიული საწვავის მანქანები, წარსულშიც იყო. მაგ., L'Oeuf Electrique ("ელექტრო კვერცხი") კონცეფციის მანქანა 1942 წ. ფრანგმა სამრეწველო დიზაინერმა პოლ არზენსმა შექმნა და ის ერთი ეგზემპლარის სახით არის. 1961 Amphicar 1961 წელს გამოჩნდა მანქანა, რომელსაც მხოლოდ სიარული კი არა, ცურვაც შეეძლო. ე. წ. ამფიბია აღჭურვილი იყო წყვილი ნიჩბების ხრახნებით, რომელიც შვიდ კვანძამდე სიჩქარეს უზრუნველყოფდა. 1963 Chrysler Turbine 1963 წელს გამოშვებული Chrysler Turbine მოქმედებაში ორთქლის ტურბინას მოჰყავდა. ხოლო, შინაგანი წვის არატრადიციული ძრავა, ნებისმიერ რამეზე მუშაობდა – რეაქტიული საწვავით დაწყებული და სუნამოთი დამთავრებული. Karlmann King ეს ავტომობილი ისე გამოიყურება როგორც გამანადგურებელი – Lockheed F-117 და უნიკალური მდიდრული ინტერიერით არის აღჭურვილი. ის ყველაზე ძვირადღირებული ჯიპია, რომლის შეძენაც დღეს არის შესაძლებელი. Karlmann King, რომელიც 2, 2 მლნ. დოლარი ღირს, ჩინური საავტომობილო კომპანიის მიერ, იტალიაშია წარმოებული. არხის სხვა სიახლეები:* წიგნი, ავტომობილი, ბრილიანტი... – ყველაზე ძვირად ღირებული 6 რამ მსოფლიოში* ზღვის უზარმაზარი ბინადარნი, რომლებიც ჩვენს რეალობაში არსებობენ* ყველაზე უჩვეულო მოვლენების სურათები – უცებ ვერც მიხვდებით, რა ხდება კადრში?* სახალისო კომიქსები625 2-ს მოსწონს
|