x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 საინტერესო ფაქტი ავტომობილების შესახებ

I. დამტკიცებულია, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები, საშუალოდ, პარკირებას მამაკაცებზე უკეთესად აკეთებენ. კომპანია NCP–მ (National Car Parks, დიდი ბრიტანეთი), რამდენიმე თვიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის 2500 მძღოლმა მიიღო. პარკირების უნარის ხარისხი კომპლექსური სისტემით, ქულებით ფასდებოდა. ხოლო, ქულების მაქსიმალური რაოდენობა — 20 იყო. ქალბატონების შემთხვევაში, საშუალო კოეფიციენტი 13, 4 ქულა იყო — რაც არც ისე ბევრია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცებმა მხოლოდ 12, 3 ქულა დააგროვეს. როგორც კვლევამ აჩვენა, ამ მხრივ, ქალბატონები უფრო მოხერხებულნი არიან, მაგრამ, პარკირებისთვის, მამაკაცებთან შედარებით, მათ უფრო მეტი დრო ესაჭიროებათ.


image


II. ელექტრომობილები უფრო ადრე გამოიგონეს, ვიდრე შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები. დენზე მომუშავე მანქანა ბაზარზე 1841 წელს გამოჩნდა. ხოლო, საწვავზე მომუშავე — 1860 წელს.


III. იაპონიაში მცირეოდენი უხერხულობის გამო, სიგნალის გამოყენება, თავხედობად ითვლება. ავტომობილში ეს მოწყობილობა, მხოლოდ ავარიული სიტუაციებისთვის არის განსაზღვრული.


IV. როდესაც Jeep ახალი მოდელი უფრო ცუდად გაიყიდა, ვიდრე მისი წინამორბედი, მწარმოებელმა კომპანიამ მარკეტოლოგი მიიწვის, რომელმაც ივარაუდა, რომ საქმე ფარებში იყო:
მრგვალი ფარების ოთხკუთედის ფორმად ჩანაცვლების შემდეგ, მანქანამ ცხენთან მსგავსება დაკარგა, რის გამოც ის მარკის თაყვანისმცემლებს უყვარდათ. ხოლო, როდესაც ისევ მრგვალფარიანი ავტომობილები გამოუშვეს, – გაყიდვები ძველ დონეს დაუბრუნდა.


image


V. 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას — ფეხით მოსიარულეს ავარიაში გარდაცვალების რისკი 5%–ია, 50 კმ/სთ–ს შემთხვევაში — 40%, ხოლო, 65 კმ/სთ–ს შემთხვევაში — 84%. ამიტომ არის, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, დიდ ქალაქებში სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვა — 50 კმ/სთ–ია.


VI. Rolls-Royce–ის მარკის ავტომობილის სალონის მოსაპირკეთებლად, 15-18 ხარის ტყავი გამოიყენება. ამასთან, მხოლოდ ცივ რეგიონებში გაზრდილი ცხოველების, რომ ტყავზე მწერის ნაკბენის ლაქები არ იყოს.


VII. ლიმუზინი რომელშიც ამერიკის 35 პრეზიდენტი ჯონ კენედი (1961–1963 წწ.) მოკლეს, თავდასხმის შემდეგ გაასუფთავეს, გადააკეთეს და პრეზიდენტის გარაჟში დააბრუნეს. ამ ავტომობილმა პრეზიდენტი ჯონსონი, ნიქსონი, ფორდი და კარტერი ატარა. ის მწყობრში 1977 წლამდე იყო, ხოლო შემდეგ, «პენსიაზე» გაუშვეს.


image


image



imageimageimageimage




0
427
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0