იმერეთი ცნობილია თერჯოლაში დაღუპული მოზარდების ვინაობა და დეტალები 3 მარტი, 16:23 გუშინ საქართველოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში.მდინარე ძუსადან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობაც, ესენი არიან ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი, აგრეთვე არსენა რობაქიძე და მისი ქალიშვილი, მეორე ქალიშვილი გადარჩა, სწორედ მან გამოიძახა მაშველები. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ცნობილი გახდა, რომ საბედისწერო დღეს გოგონები ჭიათურიდან თერჯოლაში, სოფელ ზემო საზანოში, სტუმრად ჩავიდნენ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩანჩქერის დასათვალიერებლად. ოთხ გოგონას მეგზურად ოჯახის მასპინძელი, არსენა რობაქიძე გაჰყვა, ერთ-ერთ ბავშვს სურათის გადაღების დროს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის დასახმარებლად პირველი წყალში ბავშვების მასპინძელი მამაკაცი შევიდა, მაგრამ ვერც მან შეძლო ბავშვის შველა, მერე სხვებიც შეეცადნენ მათ გადარჩენას, თუმცა საბოლოოდ მაშველებმა მდინარიდან ოთხი გვამი ამოიღეს. სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო "არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირი, მასთან არსებული ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო და სტუდენტური კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქვეყანაში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის გამო. გვიჭირს თავს დავაჯეროთ, რომ უსაზღვრო სიკეთით და სიყვარულით აღსავსე გოგონები რომლებსაც სიცოცხლე ყოველთვის ძალიან უხაროდათ დღეს, ჩვენს გვერდით აღარ არიან... ენით აღუწერელია ის ტკივილი რასაც დღეს თითოეული ჩვენთაგანი განვიცდით... მოსწავლეთა საკრებულოს წევრებს ჰქონდათ ის ბედნიერება რომ მათთან ერთად ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინათ ქალაქის და ქვეყნის სასიკეთოდ... “ჭიათურელთა კავშირი", მასთან არსებული ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულო და სტუდენტური კავშირი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს! უფალმა, სასუფეველი დაუმკვიდროს მათ ლამაზ სულებს." 135 3-ს მოსწონს
|