სხვა ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში,სადაც თამბაქო სრულად იკრძალებოდა,თუმცა.. 2 მარტი, 18:19 ახალი ზელანდია სწრაფად აუქმებს გეგმას, გამხდარიყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება თამბაქოსგან. ჩვენს პლანეტაზე თამბაქოს საწინააღმდეგო ყველაზე მკაცრი წესები ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის ივლისში უნდა ამოქმედებულიყო. განზრახული იყო, რომ 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ახალგაზრდა ახალზელანდიელები ვერასოდეს შეძლებდნენ სიგარეტის, სიგარის ან თუთუნის შეძენას საცალო მაღაზიებიდან. ექსპერტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ შეზღუდვებს, ასევე ამტკიცებდნენ, რომ თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის საცალო ვაჭრობის რაოდენობა ამ დროისთვის 90%-ით შემცირდებოდა. გათვლებით, 2025 წლისთვის ახალზელანდიელების მწეველების რაოდენობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 5% იქნებოდა, მაშინ როცა დანარჩენ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 10-12%-დან იწყება. კიდევ 10 წელიწადში ახალი ზელანდია უნდა გამხდარიყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მთლიანად გაქრებოდა თამბაქო. მაგრამ გასულ ოქტომბერში, ახალი კოალიციური მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში და გადაწყვიტა გააუქმოს თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი და მინიმუმამდე დაიყვანოს თამბაქოს ნაწარმის გამოყენება მარეგულირებელი და არა ამკრძალავი საშუალებებით. მკაცრი შეზღუდვების მოხსნის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მინისტრები შეცდომას უშვებენ, როდესაც მოწევის საშიშროების შესახებ სამეცნიერო მტკიცებულებებს უგულებელყოფენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალ ზელანდიას ჰქონდა ყველა შანსი, გამხდარიყო მსოფლიოში ყველაზე არამწეველი ქვეყანა. ნაკლებად მკაცრი ზომების მხარდამჭერები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ახალზელანდიელებს უკვე აქვთ საამაყო - ახლა უკვე ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 6, 8% აგრძელებს მოწევას (შარშან ახალზელანდიელების 8, 6% ეწეოდა). 248 2-ს მოსწონს
|