x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წითელი ზეწრები აღარ ჩანდა... ოთახი ქალების კვნესის და ყვირილის ხმებით აივსო" - 48 წლის ქალმა თავის პირველ ორგიაზე ისაუბრა
image

რედაქტორმა ლიუსი რობერმა გამოცემა The Times-ს მოუთხრო როგორ წავიდა ცხოვრებაში პირველ ორგიაზე.



48 წლის ქალმა აღიარა, რომ ძალიან ნერვიულობდა, სანამ წავიდოდა სექს-წვეულებაზე, რომელიც ლონდონის მახლობლად მდებარე სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე 800-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული, ყველა მონაწილე უნდა სცმოდა სმოკინგი, საღამოს კაბა და კეთებიდათ ნიღბები. სასახლის შესასვლელში ყველა მონაწილეს აიძულებდნენ ტელეფონების გამორთვას და დატოვებას

image


ლიუსის თქმით, სტუმრების უმეტესობა თეთრკანიანი იყო და ასაკით 30 წელს გადაცილებულები ჩანდნენ.


ღონისძიების დასაწყისში წამყვანმა ყველას შეახსენა ძირითადი წესები: პოტენციური პარტნიორისგან აუცლ;ებლად უნდა მიიღო თანხმობა, ნებართვის გარეშე ვერავის შეეხებით და მამაკაცები პირველები ქალებს სექსს ვერ შესთავაზებენ. თუმცა, დამსწრეთა უმეტესობა თითქმის არც უსმენდა მას.



რობერი სექს-წვეულებაზე ესაუბრა გოგონას, რომელმაც აღიარა, რომ ის ძალიან ხშირად დადის ასეთ ღონისძიებებზე მეგობრებთან ერთად. მან განმარტა, რომ, როგორც წესი, არ რისკავს პარტნიორის სექს-წვეულებებზე დაპატიჟებას, მით უმეტეს, თუ მათ ცოტა ხნის წინ დაიწყეს შეხვედრა, რადგან მან არ იცის, როგორი რეაქცია ექნება მამაკაცს.



წვეულებაზე სექს-ოთახები საღამოს ათ საათზე გაიხსნა. დამსწრეთა დაახლოებით 20 პროცენტი მაშინვე შევარდა იქ, შესასვლელთან კი დაცვა დადგა, რომ იქ კიდევ ვინმე მარტო არ შესულიყო.


გარეთ დარჩენილებს კი შეეძლოთ დისკოთეკაზე ეცეკვათ ისეთი ჰიტებზე, როგორიცაა მაიკლ ჯექსონის "Billie Jean" და აბბას "Dancing Queen". ლუისი თქმით, ატმოსფერო გარკვეულწილად ქორწილს მოგვაგონებდა.


მერე ქალმა მაინც გადაწყვიტა ზევით ასვლა და დაარწმუნა მასთან ერთად მისული მეგობარი ქალი, რომ წყვილად მოეჩვენებინათ თავი. პირველი ოთახის შესასვლელთან პრეზერვატივებით სავსე ჯამი იდო.


შიგნით სამი დიდი ორადგილიანი საწოლი იდგა, წითელი ზეწრებით ერთმანეთზე გადაბმული. თითოეულ ორადგილიან საწოლზე ათი შიშველი ადამიანი იჯდა, ძირითადად წყვილებში. იყვნენ ისეთებიც, ვინც გაიხადა ან უბრალოდ საწოლების ირგვლივ იდგნენ.



კიდევ რამდენიმე ოთახი ცარიელი იყო, დერეფნის ბოლოს კი დომინტრიქსის ოთახი იყო. ასევე ერთ-ერთ ოთახში იყო სხვადასხვა ფორმის ჯვრები და გალიები.



ქვემო სართულზე, მისი თქმით, ხალხი ბევრად უფრო მშვიდად იქცეოდა. პარალელურად გარშემომყოფები ჩვეულებრივ ყოველდღიურ ყოფაზე საუბრობდნენ: იპოთეკიდან დაწყებული ბავშვებისთვის სკოლების შერჩევამდე.



რობერმა თქვა, რომ იგი კიდევ ხუთჯერ ავიდა ზემოთ მომდევნო ორნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში მან გააცნობიერა, რომ წყვილების უმეტესობა წვეულებაზე მოვიდა იმისთვის, რომ საჯაროდ სექსით დაკავდეს და არა სხვა ვინმეს საპოვნელად. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ საწოლებზე იმდენი ხალხი იყო, რომ წითელი ზეწრები აღარ ჩანდა. ოთახი ქალების კვნესის და ყვირილის ხმებით აივსო.


რედაქტორმა და მისმა მეგობარმა წვეულება დაახლოებით ღამის 1 საათზე დატოვეს. მისი მეგობარი კმაყოფილი იყო, რადგან დიჯეისთან კოცნაობა მოახერხა. თავად რობერმა აღნიშნა, რომ ის რაც ხდებოდა, არც აღაგზნო და არც ამაზრზენი აღმოჩნდა, არამედ, რაღაც უცნაურად ამაღელვებელი იყო. მას მოეწონა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საჯაროდ სექსის სურვილი, შეუძლიათ უსაფრთხოდ აისრულონ ის.

imageფოტოზე:ლიუსი რობერი


ასევე, წასვლის წინ მათ მიუახლოვდა ქალი და სიგარეტი სთხოვა. მან აღიარა, რომ ისიც პირველად დაესწრო სექს-წვეულებას, მაგრამ მიხვდა, რომ ასეთი ღონისძიებები მისთვის არ იყო. უცნობმა დაამატა, რომ „ყველას არ უნდა ამის გაკეთება საჯაროდ“ და ტაქსით წავიდა სახლში შეცბუნებულ ქმართან ერთად ჩახუტებული.

0
537
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0