x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
„მზად ვარ, მერაბს შევთავაზო სამსახური, კარგი ანაზღაურებით..." - პროდიუსერი ლაშა ბასლანძე მერაბ კაშიას ინტერვიუს ეხმაურება
image

ambebi.ge-მ გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ ყველასთვის ცნობილ რესტორნის მომღერალთან და სიმღერების ავტორთან მერაბ კაშიასთან, რომელმაც გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული უამრავი შლაგერი შექმნა, მათ შორის " მინდა გაგებუტო ხანდახან", "მაგნოლია", " შემირიგდი გოგო", "ობოლი თოლია" და სხვა. ინტერვიუში მერაბ კაშია აღნიშნავს, რომ გლდანის ხიდებთან "გივიას დუქანში" მუშაობს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, "შაბაშის" იმედად.




- ვცხოვ­რობ ნელ-ნელა, პა­ტა­რა დუ­ქან­ში ვმუ­შა­ობ, ვერ­თო­ბი. ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მაქვს, თუ ვინ­მე რა­მეს მა­ჩუ­ქებს "შა­ბა­შის“ სა­ხით, ეგ არის. ხელ­ფა­სი არ მაქვს. ეს არის მხო­ლოდ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩემი სიმ­ღე­რე­ბით ბევ­რმა ფული იშო­ვა, მაგ­რამ მე ხან­და­ხან სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ მაქვს.-აღნიშნავს ინტერვიუში მერაბ კაშია.


შემდეგ დასძენს, რომ ისეთი რესტორნიდან შემოთავაზება არ ჰქონია, სადაც ხელფასს დაუნიშნავდნენ:



"დიახ მე ვარ ტექ­სტი­სა და მუ­სი­კის ავ­ტო­რიც. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­შიც ვი­ყა­ვი გა­წევ­რე­ბუ­ლი, სამ თვე­ში ერთხელ 300 ლარს მი­რი­ცხავ­დნენ, პან­დე­მი­ის დროს არც იმას მი­რი­ცხავ­დნენ და გა­მო­ვე­დი. ბავ­შვო­ბი­დან თავ­მდა­ბა­ლი ვარ, ჩემი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ, ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ვა­კე­თე, თა­ო­ბე­ბი აღვზარ­დე.


ამ დუ­ქან­შიც რომ ვარ, მად­ლო­ბე­ლი ვარ. ორი წელი სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, აი­ვან­ზე ვი­ჯე­ქი და თუ­თუნს ვა­ბო­ლებ­დი. ახლა სი­გა­რეტს მა­ინც ვე­წე­ვი, მა­გის ფულს ვშო­უ­ლობ."


მომღერლის და მუსიკოსის ინტერვიუს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ტელეპროდიუსერი, მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი ლაშა ბასლანძე, იგი აღნიშნავს, რომ მზადაა კაშიას სამსახური შესთავაზოს კარგი ანაზღაურებით;



„არ შემეძლო ამის გატარება… ადრეც დავურეკე და ველაპარაკე, ახლაც საჯაროდ ვამბობ, რომ აგერ ვარ და მზად ვარ მერაბს შევთავაზო სამსახური, კარგი ანაზღაურებით.


ბინა 18-ში ჩვენ გავავოცხლეთ მერაბის ჰიტები და იუთუბიზე დღემდე მილიონობით ნახვა აქვს.


მოკლედ მიაწვდინეთ ხმა რომ აგერ ვარ“, - წერს ლაშა ბასლანძე.

0
273
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0