მუსიკა „მზად ვარ, მერაბს შევთავაზო სამსახური, კარგი ანაზღაურებით..." - პროდიუსერი ლაშა ბასლანძე მერაბ კაშიას ინტერვიუს ეხმაურება 29 თებერვალი, 16:54
ambebi.ge-მ გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ ყველასთვის ცნობილ რესტორნის მომღერალთან და სიმღერების ავტორთან მერაბ კაშიასთან, რომელმაც გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული უამრავი შლაგერი შექმნა, მათ შორის " მინდა გაგებუტო ხანდახან", "მაგნოლია", " შემირიგდი გოგო", "ობოლი თოლია" და სხვა. ინტერვიუში მერაბ კაშია აღნიშნავს, რომ გლდანის ხიდებთან "გივიას დუქანში" მუშაობს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, "შაბაშის" იმედად.
- ვცხოვრობ ნელ-ნელა, პატარა დუქანში ვმუშაობ, ვერთობი. ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის. ხელფასი არ მაქვს. ეს არის მხოლოდ ჩემი შემოსავალი. ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა, მაგრამ მე ხანდახან სიგარეტის ფულიც არ მაქვს.-აღნიშნავს ინტერვიუში მერაბ კაშია. შემდეგ დასძენს, რომ ისეთი რესტორნიდან შემოთავაზება არ ჰქონია, სადაც ხელფასს დაუნიშნავდნენ: "დიახ მე ვარ ტექსტისა და მუსიკის ავტორიც. საავტორო უფლებათა ასოციაციაშიც ვიყავი გაწევრებული, სამ თვეში ერთხელ 300 ლარს მირიცხავდნენ, პანდემიის დროს არც იმას მირიცხავდნენ და გამოვედი. ბავშვობიდან თავმდაბალი ვარ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, თაობები აღვზარდე. ამ დუქანშიც რომ ვარ, მადლობელი ვარ. ორი წელი სრულიად უმუშევარი ვიყავი, აივანზე ვიჯექი და თუთუნს ვაბოლებდი. ახლა სიგარეტს მაინც ვეწევი, მაგის ფულს ვშოულობ." მომღერლის და მუსიკოსის ინტერვიუს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ტელეპროდიუსერი, მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი ლაშა ბასლანძე, იგი აღნიშნავს, რომ მზადაა კაშიას სამსახური შესთავაზოს კარგი ანაზღაურებით; „არ შემეძლო ამის გატარება… ადრეც დავურეკე და ველაპარაკე, ახლაც საჯაროდ ვამბობ, რომ აგერ ვარ და მზად ვარ მერაბს შევთავაზო სამსახური, კარგი ანაზღაურებით. ბინა 18-ში ჩვენ გავავოცხლეთ მერაბის ჰიტები და იუთუბიზე დღემდე მილიონობით ნახვა აქვს. მოკლედ მიაწვდინეთ ხმა რომ აგერ ვარ“, - წერს ლაშა ბასლანძე. 303 2-ს მოსწონს
|