x
image
ნინო ხიმშიაშვილი
ზუგდიდში დააკავეს კაცი, რომელიც ეჭვიმატინილია განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში


image



ლილოს დასახლებაში მოკლული ახალგაზრდა ქალის მკლვლეობაში ეჭვიმატინილი მამაკაცი ო. ც. პოლიციამ ზუგდიდში დააკავა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება:






"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - წერია შსს-ს განცხადებაში.



განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს და ითვალისწინებს სასჯელს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.




მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი, გუშინ, 28 თებერვლის დილით საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ორმოში იპოვეს. ქალს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და აღენიშნებოდა ხელსა და ზურგის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა.


imageადგილი სადაც ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი იპოვეს | სქრინი "ფორმულას" სიუჟეტიდან


imageფოტო: ქეთი ჯავახიშვილის ფეისბუქ პროფილიდან



imageდაკავებული ო. ც. | სქრინი შსს-ს ვიდეოდან







1
130
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
130
  
29 თებერვალი, 14:59
უვადოზე ეგრევე
0 1 1