x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
Reuters-ის აზრით, კომუნისტური გადმონაშთის ბრალია, რომ ჩეხეთმა არ დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება
image

ოთხშაბათს, 28 თებერვალს პრაღაში ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატა დათანხმდა, მეტი უფლებები მიენიჭოს ერთსქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობაში, მაგრამ ლგბტქ+-ის თემის აქტივისტები იმედგაცრუებული დარჩნენ იმ იმედით, რომ პარლამენტი ერთნაირსქესიანთა ქორწილებას დააკანონებდა.



პარლამენტმა არ მიიღო კანონი .ასე, რომ ჩეხეთში კვლავ აკრძალულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან ერთობლივად შვილის აყვანა.



ჩეხეთის რესპუბლიკაში ერთსქესიან წყვილებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ თავიანთი კავშირი, მაგრამ ეს სტატუსი არ აძლევს მათ საშუალებას, ერთობლივად იშვილონ ბავშვები, ერთობლივად ფლობდნენ ქონებას ან მიიღონ პენსიები დაქვრივების შემთხვევაში.




ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტი ნებას რთავს ერთსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ სააგენტო Reuters-ის აზრით, ეს ფართო წინააღმდეგობაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოწვეულია იმით, რომ ათწლეულების მანძილზე კომუნისტური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.


ჩეხეთში ბევრს მიაჩნია, რომ ეს პრეროგატივა მხოლოდ ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის უნდა დარჩეს .



თვეების განმავლობაში ცხარე დებატების შემდეგ, ოთხშაბათს მხარდაჭერილ კანონპროექტის გაფართოებულ ვერსიას კენჭი უყარეს.



„არსებული ინსტიტუტი რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ არ დაკმაყოფილდა“, - განაცხადა დებატებისას კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა იოზეფ ბერნარდმა. „რომ უნდა გაფართოვდეს, ამაზე შეთანხმება ქვედა პალატაში მოხდა.



შეგახსენებთ., მანამდე 15 თებერვალს, საბერძნეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა, კანონი ერთნაირსქესიანთა წყვილებს ბავშვის შვილად აყვანის უფლებას აძლევს.

საბერძნეთი ფაქტობრივად პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურად აღიარა.

0
101
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0