x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ორი წლის წინ, იომეთ და ჩვენ აგერ ვართო, მაშინ აომეთ. თუ ვერ აომებთ, დროულად უთხარით, სანამ იარაღი გამოელევათ"-ამირან სალუქვაძე

image ბრიგადის გენერალი, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის ყოფილი უფროსი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:


"ორი დღის წინ მაკრონმა თქვა, არ გამოვრიცხავ უკრაინაში ჯარის შეყვანასო. მყისიერად ყველა დიდი ნატოს წევრი ევროპული ქვეყანა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი...) გაემიჯნა.


გუშინ ამერიკის წარმომადგენელმაც იგივე პოზიცია გაახმოვანა, რომ აშშ არ გეგმავს ჯარების გაგზავნას. ჩვენ მხოლოდ ატაშე გვყავსო. ჯარის გაგზავნა ყველა ცალკეული ქვეყნის საქმეაო.
თუ არ/ვერ ეხმარებიან, რატომ არ ჩუმდებიან, ისაა გასაკვირი.
ასევე გუშინ კონგრესის და თეთრი სახლის მოლაპარაკებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩაიშალა.
შოლცმა ტაურუსებს ვერ მივცემთო. არც აქვთ იმდენი, რომ უწილადონ ვინმეს.
ზელენსკი არჩევნებს ვერ ატარებს. 5 მილიარდი დოლარი ყოფილა საჭირო. კრედიტით არჩევნებს ვერ ჩავატარებ და იარაღს თანხებს ვერ მოვაკლებო. ლეგიტიმაციისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
გერმანიის დახმარების ბოლო პაკეტი გუშინ გამოვაქვეყნე. მიზერია. ასეთი ვითარება არის უკრაინის ირგვლივ.
ფრონტი რამდენ ხანს გაუძლებს, ვერ გეტყვით. რა მარაგები აქვს უკრაინას, არაა ცნობილი. არც უნდა იყოს. კირბიმ ცუდი პროგნოზი გააკეთა, თუ კონგრესი დახმარების გამოყოფას გააჭიანურებსო.
თუ არ დააზავეს ორი წლის წინ, იომეთ და ჩვენ აგერ ვართო, მაშინ აომეთ. თუ ვერ აომებთ, დროულად უთხარით, სანამ იარაღი გამოელევათ."-წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.
უკრაინისათვის გერმანიის დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს 14 ათას ჭურვს და რაღაც მცირე რაოდენობით საინჟინრო აღჭურვილობას, გამნაღველებს
2-3 დღის საყოფია 14 ათასი 155მმ ჭურვი. სიას კომენტარებში დავდებ. აჟრიალებთ.
შოლცმა ტაურუსებს ვერ გადავცემთ და ომში მხარე ვერ გავხდებითო (ჩვენთან ვერ გაიგონებენ). აბა ლეოპარდები რა იყო?
ამერიკის დახმარებამდე, ევროპას არაფრის თავი აქვს. ამერიკა კი არ ჩქარობს. რაც მეტად გაიწელება, მეტად გახურდება წინასაარჩევნო კამპანია, მეტად პრობლემური გახდება 61 მილიარდის მთლიანად ან სრულიად განბლოკვა. თუმცა დაველოდოთ კონგრესის არდადეგების დასრულებას.
ეს ყველაფერი კი ფრონტზე აისახება. რფ, კუს ნაბიჯებით, მაგრამ უტევს.
გუშინ რუსებმა პირველი აბრამსი ააფეთქეს. რას დახეტიალობდა ობლად ფრონტის ხაზთან, დრონების დამცავის გარეშე, გაუგებარია.
დახმარების პაკეტის სია არც ღირს განსახილველად. მგონი მოვალეობას იხდიან.
ამ სიტუაციაში ევროპა საჰაერო თავდაცვის დამოუკიდებელი სისტემის შექმნაზე ალაპარაკდა."-წერს სალუქვაძე.
image
0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0