x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
10 ცნობილი ადამიანი, რომლებსაც 4 წელიწადში ერთხელ აქვთ დაბადების დღე
29 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის მე-60 დღე გახლავთ ნაკიან წლებში. წლის ბოლომდე დარჩენილია 306 დღე.


ეს დღე ემატება ოთხ წელიწადში ერთხელ (ნაკიანი წელი), გარდა იმ წლებისა, რომლებიც იყოფა 100-ზე, მაგრამ არ იყოფა 400-ზე. ამგვარად 2000 და 1600 ნაკიან წლებად ითვლება, ხოლო 1900, 1800 და 1700 – არა.



2024 ნაკიანი წელიწადია, ასე რომ წელს იმ 10 ცნობილ ცოცხალ ადამიანს, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, შეუძლიათ აღნიშნონ დაბადების დღე სწორედ იმ რიცხვში, რომელშიც დაიბადნენ.



ჟერარ დარმონი-(1948)ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი და მომღერალი. წარმოშობით ალჟირელ-ებრაელი, ქართველი და საბჭოთა მაყურებელი განსაკუთრებით კარგად იცნობს გიორგი დანელიას ფილმით „პასპორტი“(1990), სადაც ერთბაშად ოთხი როლი ითამაშა - მერაბ და იაკობ პაპაშვილის, ტაქსის მძღოლის, ბავშვთა გუნდის ქორმეისტერის.


image


კენ ფორი(1948)-ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია პიტერ ვაშინგტონის როლებით ფილმში "მკვდრების გარიჟრაჟი" და როჯერ როკმორის სიტკომში Keenan & Kel.

image

იოჟეფ საბო-(1940) უნგრული წარმოშობის უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა უჟგოროდის „სპარტაკის“, კიევის „დინამოს“, ვოროშილოვგრადის „ზარიას“, მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ოთხგზის (1961, 1966, 1967, 1968) ჩემპიონი და სამგზის (1960, 1965, 1969) ვიცე-ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1964, 1966) მფლობელი კიევის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს და 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

image

რაისა სმეტანინა(1952)-- საბჭოთა და რუსი მოთხილამურე, 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი, სსრკ მრავალგზის ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1976). 1980/81 წლების სეზონის არაოფიციალური მსოფლიო თასის გამარჯვებული, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მრბოლელი სათხილამურო ისტორიაში

image

თამაზ კოსტავა ( 1956) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში.

image


კატერინა კოვაჩი-(1976)-უნგრელი სპორტსმენი (ბაიდარი და კანოე ), სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 31-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპისა და უნგრეთის მრავალგზის ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულების რაოდენობის მიხედვით, იგი ბაიდარის და კანოეს ისტორიაში პირველ ადგილს იკავებს, 2010 წელს მან ცნობილ ბირგიტ ფიშერს გაუსწრო.

image

მარკ ფოსტერი(1984)-ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი. ის ყველაზე ცნობილია, როგორც ჯგუფ Foster the People-ის წამყვანი ვოკალისტი.

image

ბენედიქტ ჰავედესი-(1988)-გერმანელი ფეხბურთელი, მცველი. მსოფლიო ჩემპიონი 2014 წ. გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში 2009 წლის ევროპის ჩემპიონი,

image

ჯესიკა ლონგი(1992)-რუსული წარმოშობის ამერიკელი პარაოლიმპიელი მოცურავე. პარაოლიმპიადის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული, მსოფლიო რეკორდსმენი უფეხო სპორტსმენებს შორის.

image


ფერან ტორესი(2000)-ესპანელი ფეხბურთელი, კლუბი "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების გარემარბი.

image

0
313
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0