x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119235
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491741
მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად აღირებულ ოდრი ჰეპბერნს, ერთი ნაკლი ჰქონდა, რომელსაც ის ყველასგან მალავდა

image


XX საუკუნის ულამაზეს ქალად აღიარებული ოდრი ჰეპბერნი სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად. ის გახლდათ უაღრესად ნიჭიერი, არტისტული და ძალზე მგრძნობიარე. ოდრის საოცრად დიდი და კეთილი გული ჰქონდა, რომელიც მასში მთელი სამყაროს სიყვარულს ატევდა. მთელი თავისი არც თუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ის ბევრ გაჭირვებულ და ხელმოკლე ადამიანს ეხმარებოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო იქცა ოდრი ჰეპბერნი მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ და მისაბაძ მაგალითად.


image


თუმცა, ცხოვრებაში ოდრიმ ბევრი სიმწარე და გაჭირვება ნახა. მან მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი წლები დედასთან ერთად გამოიარა. ქალებს მისი დახვეწილი და მინიატურული ფიგურის შურდათ. მისი წონა ხომ სულ რაღაც - 45 კგ-ის ნიშნულსაც კი ვერ სცდებოდა, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ მსახიობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ჰქონდა, რაც მრავალწლიანი შიმშილობით იყო განპირობებული. გოგონა ბალერინობაზე ოცნებობდა. ამისთვის ის დიდხანს და ჯიუტად ვარჯიშობდა და ემზადებოდა.


image


თუმცა თავდაზოგავი შრომისა და მონდომების მიუხედავად, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ გოგონა ბალეტისთვის შეუფერებელი იყო, მიზეზად კი მის სიმაღლეს ასახელებდნენ, ოდრი 170 სმ-ის გახლდათ.


image


მოგვიანებით მან თავი სამოდელო სფეროშიც სცადა, სწორედ აქედან მოხვდა ის უკვე დიდ კინოში, თუმცა საბალეტო წარსულიდან მას ერთი თავისებურება შემორჩა, რომლისაც მას ძალიან რცხვენოდა. მსახიობს დიდი, მსხვილი ტერფები და ფეხის შთამბეჭდავი 41-ე ზომა ჰქონდა.


imageimage


ეს იყო ოდრის ყველაზე დიდი კომპლექსი. მოგვიანებით ჰეპბერნმა ცნობილ იტალიელ მეწაღეს სალვატორე ფერაგამოს მიმართა, რომელმაც პერსონალურად მისთვის ისეთ ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც მის ტერფებს ვიზუალურად ამცირებდა - და ეს იყო ყველასთვის ცნობილი ე.წ. "ბალეტკები".


image







0
1150
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1150