x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
"მას კაბა დაღუპავს": ვანგას საშინელი წინასწარმეტყველება ინდირა განდის სიკვდილზე, რომელიც ერთი ერთში ახდა
image


ინდოეთის ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის, ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი - ინდირა განდი 1984 წლის 31 ოქტომბერს მოკლეს. ინდირა განდი ბევრს უყვარდა - ტყუილად არ უწოდეს მას "ათასწლეულის ქალი", რომელსაც ეს ტიტული 1999 წელს მიენიჭა, თუმცა როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ის ბევრს უყვარდა - მაგრამ, როგორც აღმოჩნდა არა ყველას...


image


საოცარია, რომ მისი საშინელი სიკვდილი იწინასწარმეტყველა ვანგამ, ნათელმხილველმა, რომლის მსგავსი სხვა მეორე არ არის და არც იქნება, მისი მრავალი თაყვანისმცემლის აზრით, და მათი გაგება სრულიად შესაძლებელია: ბულგარელი ნათელმხილველის ხილვები თითქმის სიტყვასიტყვით ყოველთვის ხდებოდა, სწორედ ამიტომაა რომ მის სიტყვებს დღემდე ენდობიან და ითვალისწინებენ. 1969 წლის ივლისში ვანგას ინდოელი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ხილვა ჰქონდა. ნათელმხილველმა ამის შესახებ ყველაზე მცირე დეტალებიც კი გააჟღერა: "მას კაბა დაღუპავს", - თქვა მან. "ვხედავ ნარინჯისფერ-ყვითელ კაბას კვამლსა და ცეცხლში!".


image


ასეც მოხდა. 1984 წლის ოქტომბრის საბედისწერო დილას ინდირა განდის დაგეგმილი ჰქონდა საუზმე და შეხვედრა ცნობილ ინგლისელ მწერალთან, დრამატურგთან და მსახიობთან პიტერ უსტინოვთან. აუდიენციის შემდეგ, გეგმაში იყო ასევე ტელეინტერვიუ ინგლისში ტრანსლირებით.


image


პრემიერ-მინისტრს უყვარდა ბრიტანული ლიტერატურა და ძალიან დაინტერესებული იყო თავად შეხვედრით, რომელზეც სურდა რომ "ღირსეული ჩაცმულობით" წარმდგარიყო. მისი არჩევანი ზაფრანის ფერის სარიზე შეჩერდა, რომელიც ეკრანზე ეფექტურად გამოიყურებოდა. ამ სამოსის ერთადერთი ნაკლი კი ის გახლდათ, რომ მის ქვეშ ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ჩაცმა შეუძლებელი იყო - და ერთხელაც განდიმ უგულებელყო ის. სწორედ ეს იქცა ფატალურ შემთხვევად, რომელმაც მისი ამქვეყნიური ცხოვრება სამუდამოდ დაასრულა.


image


საკუთარი რეზიდენციიდან გადამღები ჯგუფისკენ მიმავალი, ინდირა განდი პირადი მცველების მიერვე იქნა მოკლული, რომლებმაც მას ოცდაათი ტყვია ესროლეს. ქალს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა - ის დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვისა და სასიცოცხლო ორგანოების დაზიანებისგან ისე გარდაიცვალა, რომ გონებაზეც კი არ მოსულა.


image


წინასწარმეტყველებიდან 15 წლის შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვანგამ იწინაწარმეტყველა: განდის კრემაცია განგის ნაპირზე ინდური ტრადიციების სრული დაცვით მოხდა.


image


კოცონზე, კვამლსა და ცეცხლში, კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ინდირა განდი შესამჩნევ ოქროსფერ სამოსში იყო გამოწყობილი, მისი სისხლიანი სარი დღემდე ინახება ნიუ - დელიში, ინდირას მემორიალურ მუზეუმში.


image


ქვეყანაში 21-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ინდირა განდისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია, რომელსაც მილიონობით ადამიანი ესწრებოდა, ტინ-მურტი-ჰაუსის სასახლეში გაიმართა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლი ჰიმალაის მთებში მიმოფანტეს.


image








0
1418
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1418