x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138444
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
5 პიკანტური ისტორიული ფაქტი, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
image


ისტორია - მხოლოდ მშრალი თარიღები, მმართველთა სახელები და მნიშვნელოვანი მოვლენები როდია. წარსულის ყოველი ეტაპის მიღმა იდუმალების და სკანდალების მთელი სამყარო იმალება. მოდით, უფრო საფუძვლიანად გავეცნოთ 5 ყველაზე პიკანტურ ისტორიულ ფაქტს, რომელმაც თავისი წარუშლელი კვალი ქრონიკებში დატოვა.



ეკატერინე II-ის უკანასკნელი ფავორიტი


image


ბრძენ და ძლიერ იმპერატრიცას, ეკატერინე II-ს რომანი ჰქონდა ახალგაზრდა კაცთან, პლატონ ზუბოვთან, რომელიც მასზე მთელი 38 წლით უმცროსი იყო, ხოლო ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ეს რომანი ეკატერინე II-ის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.





გარყვნილი პაპი


image


იმ ფაქტს უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ რომ პაპები წმინდანები და მართალი ადამიანები არიან, თუმცა გამონაკლისები მათ შორისაც არიან. აი, მაგალითად: რომის პაპი ბენედიქტე IX პაპი ძალიან ახალგაზრდა ასაკში - 12 წლის ასაკში გახდა! ბევრ ზრდასრულ მამაკაცთან შედარებით ის გაცილებით მეტ ძალაუფლებას ფლობდა, მან ვატიკანი ფაქტიურად თავის პირად სამთავროდ აქცია, სადაც სრული უკანონობა და უხამსობა ბატონობდა. ჭორების თანახმად, მისი ბორდელი საუკეთესო იყო ქალაქში.




მესალინა - რომაელი ნიმფომანი


image


თუ ფიქრობთ, რომ სექსუალური სკანდალები - ექსკლუზიურად ახალი მოვლენაა ღრმად ცდებით. რომის იმპერატორის კლავდიუსის ცოლი მესალინა თავისი "საგმირო საქმეებით" გახდა ცნობილი. ის ყველაზე მეტად დროის გატარებას პორტში ამჯობინებდა, სადაც მეზღვაურები მზად იყვნენ მისთვის გაწეული მომსახურებისთვის უხვად გადაეხადათ.





მასხარების ქორწილი



image


ისტორია მოსაწყენი ნამდვილად არ არის და ამაში ამ ამბის მაგალითზეც დარწმუნდებით, თურმე თვით პეტრე I-იც კი თავს სხვადასხვა თამაშების გამოგონებითა და საკუთარი ხელქვეითების დაცინვით ირთობდა. ერთხელ, ერთ-ერთი ასეთი გართობის დროს ორ ჯუჯას შორის ქორწილი გაიმართა. მათთვის სპეციალური სახლიც კი ააშენეს კედლებში ფართო ჭრილებით, რათა ყველა მსურველს "ახალდაქორწინებულებისთვის" ქორწინების პირველ ღამეს თვალყურის დევნება შეძლებოდა.





იმპერატორი კაცი გახდა


image


პარიზი, პალე - როიალი, სიყვარულის მოედანი. ეს ადგილი განთქმული იყო ღამის თავგადასავლებითა და ფასიანი სიყვარულის შეთავაზებებით. გოგონები მაცდურად იყურებოდნენ ფანჯრებიდან და ქუჩებში გამვლელ მამაკაცებს ფლაერებს ურიგებდნენ, რომლებზეც მომსახურების ფასები იყო დატანილი, სწორედ იქ დავაჟკაცდა ახალგაზრდა ნაპოლეონ ბონაპარტიც 18 წლის ასაკში.




0
756
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
756