x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რას წერდა ალექსეი ნავალნი საქართველოს შესახებ?

image
- „რა თქმა უნდა, ძალიან მინდა დავუშინოთ ფრთოსანი რაკეტა მღრღნელების (ქართველების) გენშტაბს, მაგრამ მღრღნელები ("გრიზუნები") სწორედ ამას ელოდებიან ... რუსეთმა უნდა მიიღოს მინიმუმ შემდეგი ზომები: აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს... ბლოკადაში მოაქციოს საქართველო... გააძევოს ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე რუსეთიდან“ - ბლოგი, 2008 წლის 8 აგვისტო;




- „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. კი, ქართველებისთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება. მაგრამ როგორც ერთ სიმღერაშია - მტკივნეულია, მაგრამ მერე სასიამოვნო იქნება. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი შეეჩვევიან გარდაუვალს. გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებიან, რომ წარსულს ვერ დააბრუნებენ და გააგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას: ყურძენს მოიყვანენ, იმღერებენ, მთაში გარეკავენ ვირებსა და ჩოჩრებს და კიდევ ვისაც მწყემსავენ ხოლმე... აიმაღლებენ ცხოვრების დონეს და შესაძლოა, ასობით ათასმა ქართველმა აღარ იბოდიალოს რუსეთში. ისინი დარჩებიან სახლში და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ“ - ბლოგი, 2008 წლის 12 აგვისტო;
- „კი, ქართველებს მღრღნელები ვუწოდე ომზე დაწერილ პოსტში, რასაც ვნანობ. ეს არ არის ლამაზი და ამან სინამდვილეში ჩემი პოსტის ნიველირება მოახდინა. დანარჩენს, რაც მაშინ დავწერე, დღესაც ვაწერ ხელს“ - 2013 წლის ივლისი, „ეხო მოსკვი“;
- „რუსეთ-საქართველოს ომი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსეთის არმიის შეყვანა პროვოცირებული იყო საქართველოს მხარის მიერ... სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი ფაქტობრივად საომარი მოქმედებების შედეგად გამოეყო საქართველოს... მარტივი გადაწყვეტილებებით ახალ სისხლისღვრას გამოვიწვევთ“ - 2016 წლის დეკემბერი, „რადიო სვობოდა“;
- „აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - ეს არის რეგიონები, რომლებმაც თავიდანვე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოითხოვეს (საქართველოსგან) გამოყოფა. იქ განვითარდა სისხლიანი მოვლენები... არ შეიძლება შევადაროთ (ყირიმი) აფხაზეთს, სადაც ომი იყო და რომელიც ფაქტობრივად საქართველოსგან დამოუკიდებელი იყო ბევრი, ბევრი წელი და დამოუკიდებელია ახლაც... არ შეიძლება მძიმეებით გამოვყოთ ერთმანეთისგან აფხაზეთი, ოსეთი, ყირიმი, დნესტრისპირეთი - ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევებია“ - 2017 წლის ივნისი, ტელეკომპანია „დოჟდი“.
1
342
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
342
  
18 თებერვალი, 0:19
ღორი მიაკვდა სულში. წამითაც არ დამნანებია, მიუხდავად იმისა, რომ ადამიანის სიკვდილი არასდროს გამხარებია და არც ახლა გამხარებია.
ის ვინც საქართველოს დაქუცმაცების მომხრეა ვერ გაიხარებს, ესაა აქსიომა. იქნება ეს რუსი, ევროპელი, ამერიკელი თუ ქართველი, ყველას ღორი მიაკვდა სულში ვისაც ჩვენი სამშობლოს დაშლა-დაქუცმაცება უნდა.
0 1 1