x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"მის გერმანია" 39 წლის ირანელი ქალი გახდა
image

ტიტული „მის გერმანია 2024“ 39 წლის ორი შვილის დედამ მოიგო.


გერმანიაში სილამაზის ყოველწლიური კონკურსი გაიმართა, რომლის გამარჯვებული ყოფილი მიგრანტი გახდა. 39 წლის აპამე შონაუერი დაიბადა თეირანში, მაგრამ 6 წლის ასაკიდან გერმანიაში ცხოვრობს.


მათთვის, ვინც გაოცებულია გამარჯვებულის ასაკით, გაცნობებთ, რომ გერმანიაში კონკურსის კონცეფცია ბოლო წლებში ძირეულად შეიცვალა.



კერძოდ, საკონკურსო პროგრამიდან გაქრა დეფილე ბიკინებში, მოიხსნა ასაკობრივი ზღვარიც და ახლა მასში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეუძლია ქვეყნის ნებისმიერ მაცხოვრებელს.

image

ამრიგად, „მის გერმანია 2024“-ის ტიტულისთვის კონკურსის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე 42 წლის გახლდათ. მოთხოვნები გამარჯვებულისთვის მცირეა - ახლა ჟიური ყურადღებას აქცევს გოგონას პიროვნულ თვისებებს და რა თქმა უნდა, არავის გაუუქმებია პოლიტიკური გზავნილები. კიდევ ერთი სიახლე: სილამაზის დედოფლის გვირგვინი გაუქმდა. გამარჯვებულს მხოლოდ მხარზე ლენტს უკეთებენ.


გერმანიის ყველაზე ლამაზი გოგონა ორი შვილის დედაა. ამ კონტექსტში, ტიტული „მის“ გარკვეულწილად კომიკურად გამოიყურება, მაგრამ ევროპაში, როგორც ჩანს, ეს არავის უკვირს.

image

გერმანული მედიის ცნობით, სხვა მონაწილეებს შორის ფინალისტი გახდა 31 წლის ბავარიელი თამარა შვაბი, რომელიც უკვე ორწელიწადნახევარია გადანერგილი გულით ცხოვრობს, ასევე 28 წლის კრისტინა მოდჟევსკი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური შტატიდან, რომელიც აუტოიმუნური დაავადებით აწუხებს და იძულებულია ისარგებლოს ინვალიდის ეტლით და ორთოზით.


საინტერესოა, რომ წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 15000-მა ქალმა შეიტანა განაცხადი, შენაუერმა კი ფინალში ცხრა მეტოქის დამარცხება მოახერხა.


image

გერმანიაში სილამაზის კონკურსების გამარჯვებულების ასაკი ყოველწლიურად მატულობს - მაგალითად, 2020 წელს სილამაზის გვირგვინი 35 წლის გერმანელმა ლეონი შარლოტა ფონ ჰასემ მოიპოვა. წელს კი, როგორც ჩანს, ეთნიკურად ლამაზი გერმანელი ქალიდან ვერავინ შეარჩიეს.


image


შეგახსენებთ, გასულ თვეში"მის იაპონია" (ნახე ბმული)ეთიკურად უკრაინელი გოგონა გახდა, რამაც იაპონიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა ცოტა ხანში გოგონას ტიტული ჩამოართვეს, როგორც გაირკვა, მას და­ქორ­წი­ნე­ბულ მა­მა­კაც­თან ჰქონ­და რო­მა­ნი. ეს კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის წე­სებს.

0
107
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0