x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მის იაპონია" ეთნიკურად უკრაინელი გახდა, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია ამომავალი მზის ქვეყანაში
image

ტოკიოში, უკრაინული წარმოშობის 26 წლის გოგონამ სილამაზის ეროვნულ კონკურსში „მის იაპონია 2024“ გაიმარჯვა.ის გახდა პირველი არაიაპონელი სილამაზის დედოფალი, რომელმაც მიიღო ეს ტიტული.ჟიურის გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში მწვავე რეაქცია გამოიწვია.



26 წლის კაროლინა სიინომ "მის იაპონიის" ტიტული მოიპოვა. უკრაინის ქალაქ ტერნოპილში 1998 წელს დაბადებული კაროლინა სიინო ულამაზეს იაპონელ ქალად აღიარეს.


გოგონა ხუთი წლის იყო, დედამისი დაქორწინდა იაპონელ კაცზე და საცხოვრებლად იაპონიაში გადავიდა.შედეგად, ის გაიზარდა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში, აიტის პრეფექტურაში. გოგონა იაპონურად საუბრობს აქცენტის გარეშე და იაპონიის მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო კაროლინა სიინოს უყვარს ლაშქრობა, იოგა და ალპინიზმი.ის წელს კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაწილე იყო - მისი სიმაღლე 172 სანტიმეტრია.


image


ამასთან, იგი დევიზიდ მიიჩნევს ფრაზას „მაღალი მთა კეთილშობილია არა მისი სიმაღლის გამო“. მის იაპონიის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, კაროლინა სიინომ მაშინვე დაურეკა დედას, რათა გაეზიარებინა სიხარული.სიინოს თქმით, სწორედ დედის წყალობით ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და საბოლოოდ ასეთი გამარჯვებაც მოიპოვა. მანამდე კონკურსში მხოლოდ იაპონური წარმოშობის გოგონები იმარჯვებდნენ.

კაროლინა სიინო გახდა ქვეყნაში პირველი ნატურალიზებული მოქალაქე, რომელმაც სილამაზის კონკურსი მოიგო.გოგონას წინაპრებს შორის იაპონელები არ იყვნენ - ეს განასხვავებს მას კონკურსის ყველა წინა გამარჯვებულისგან.

image


სიინომ აღიარა, რომ ბავშვობიდანვე იღებდა მწარე კომენტარებს მისი გარეგნობისა და წარმოშობის გამო .მისი თქმით, მას ესმოდა, რომ იგი განსხვავდებოდა იაპონიის სხვა მაცხოვრებლებისგან და სურდა ნამდვილ იაპონელად ეღიარებინათ.

"ჩემი მიზანია შევქმნა საზოგადოება, სადაც ადამიანებს გარეგნობით არ აფასებენ", - განმარტავს გოგონა.-სწორედ ამან მომიყვანა კონკურსამდე.”


კონკურსის ორგანიზატორის, აი ვადას თქმით, " არაიაპონური წარმოშობის გოგონას გამარჯვება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ იმაზე, თუ რა არის იაპონური სილამაზე.დღევანდელი შედეგის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ იაპონური სილამაზე არა გარეგნობაში, არა სისხლში, არამედ მხოლოდ ჩვენს გულებში გამოიხატება”, - ციტირებს BBC News-ი მის სიტყვებს.



თუმცა თავად იაპონელების უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს:



"ის, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ მის იაპონია?. რა არის მასში იაპონური?


"ნახევრად იაპონელი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ ის 0% ეთნიკურად იაპონელია და არც კი დაბადებულა იაპონიაში."-წერენ სოციალურ ქსელში

2
51
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51
  
25 იანვარი, 22:09
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
25 იანვარი, 15:22
თუ მოქალაქეობა აქვს, ეროვნებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
0 1 2