სხვა ტოპ 5 ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში 2024, 26 თებერვალი, 15:47 ![]() ჩვენში მამაკაცის საშუალო სიმაღლე 175 სანტიმეტრი ითვლება.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის აბსოლუტური "ოქროს შუალედი". არც მაღალი და არც დაბალი. მაღლებად 180 - 185 სიმაღლის ბიჭებს მივიჩნევთ, მაგრამ ახლა ვისზეც გვექნება საუბარი ისინი აბსოლუტურად გიგანტები არიან. მათთან შედარებით ორი მეტრის სიმაღლის მქონე ადამიანებიც კი ჯუჯებად გამოიყურებიან. მოდით გადავხედოთ და გავიხსენოთ მსოფლიო ისტორიაში (ფიქსირებული)5 ყველაზე მაღალი ადამიანი. ფრანც ვინკელმაიერი(1860-1887) ქვეყანა: ავსტრია სიმაღლე: 259 სანტიმეტრი ფრანც ვინკელმაიერი ჩვეულებრივ ბავშვად დაიბადა, მაგრამ 14 წლის ასაკში ინფექციური დაავადების შემდეგ, მან სწრაფად დაიწყო ზრდა და მიაღწია წარმოუდგენლად მაღალ სიმაღლეს. ![]() ![]() ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 264 სანტიმეტრი ჯონს აწუხებდა ხერხემლის მძიმე, 2-განზომილებიანი გამრუდება (კიფოსკოლიოზი) და აკრომეგალია. ![]() ![]() ჯონ უილიამ "ბად" როგანი(1865 ან 1868 — 1905) ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 267 სანტიმეტრი როგანმა ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა 13 წლის ასაკში, რამაც გამოიწვია ანკოლოზი (სახსრების უმოძღაობა) . შედეგად მას უწევდა ყავარჯნებით გადაადგილება, შემდეგ კი სპეციალური ურმით, რომელიც თავად დააპროექტა. საინტერესოა, რომ გიგანტი სიკვდილამდე განაგრძობდა ზრდას. ![]() ![]() რობერტ უოდლოუ(1918-1940) ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 272 სანტიმეტრი რობერტი ჩვეულებრივ ბიჭად დაიბადა. თუმცა, უკვე 4 წლის ასაკში მან ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა. 8 წლის ასაკში ბიჭი უკვე საგრძნობლად მაღალი იყო ვიდრე მამამისი და მისი სხეულის წონა 90 კილოგრამს აღწევდა. რობერტის თავისებურება იშვიათი დაავადებით იყო განპირობებული. ბიჭის ჰიპოფიზის ჯირკვალში სიმსივნე განვითარდა, რამაც არანორმალური ზრდა გამოიწვია. რობერტს ასევე დაუსვეს დიაგნოზი აკრომეგალია, პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანის თავის ქალას ძვლები ფართოვდება. ![]() ![]() ფედორ მახნოვი(1872-1912) ქვეყანა: ბელარუსი სიმაღლე: 285 სანტიმეტრი. ფიოდორ მახნოვი ითვლება ისტორიაში ყველაზე მაღალ კაცად. თუმცა მისი ზუსტი სიმაღლე და წონა დადასტურებული არ არის. ზოგიერთი ისტორიული წყარო დარწმუნებულია ამ მონაცემების სისწორეში. ![]() ![]() მთავარ ფოტოზე:ფედორ მახნოვი 470 3-ს მოსწონს
|