კონფლიქტები "მე აღარ ვიქნები გენოციდის მონაწილე" - ამერიკელმა პილოტმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა ისრაელის საელჩოს წინ(ვიდეო) 26 თებერვალი, 12:35
კვირას, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურემ თავი დაიწვა ვაშინგტონში ისრაელის საელჩოსთან, ამის შესახებ CNN-ი წერს.
”დედაქალაქის პოლიციის დეპარტამენტმა დაახლოებით 13:00 საათზე რეაგირება მოახდინა International Drive 3500 კვარტალზე, რათა დაეხმაროს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს მას შემდეგ, რაც პირმა თავი დაიწვა საელჩოს წინ”, - ნათქვამია ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში. ინციდენტის მონაწილე მამაკაცმა აარონ ბუშნელად წარადგინა თავი და წამოიყვირა: „მე აღარ ვიქნები გენოციდის თანამონაწილე“ და შემდეგ თქვა, რომ ის, რის გაკეთებასაც აპირებს, მინიმალურია პალესტინელების ტანჯვასთან შედარებით. შემდეგ მან ჩამწერი მოწყობილობას მიწაზე დადო, შემდეგ კი უცნობი სითხე თავზე გადაისხა და ცეცხლს მოუკიდა, თან რამდენჯერმე წამოიყვირა „თავისუფლება პალესტინას“. საბოლოოდ ის ძირს ეცემა და კრუნჩხვებში ვარდება, პოლიცია კი სასწრაფოდ ცეცხლს ცეცხლმაქრებით აქრობს . „მე შემიძლია დავადასტურო, რომ დღევანდელ ინციდენტში მოქმედი მფრინავი მონაწილეობდა “-განუცხადა CNN-ს-ს აშშ-ს საჰაერო ძალების პრეს-მდივანმა როუზ რეილიმ. მამაკაცი კოლუმბიის ოლქის სახანძროსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ისრაელის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან და ისინი უსაფრთხოდ არიან“. იმ დროისთვის, როცა მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იყო აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მიერ; დეკემბერში ატლანტაში მამაკაცმა თავი დაიწვა ისრაელის საკონსულოს წინ, პოლიციის თქმით, " სავარაუდოდ ეს იყო პოლიტიკური პროტესტის უკიდურესი აქტი ".ინციდენტის ადგილზე აღმოაჩინეს პალესტინის დროშა, რომელიც საპროტესტო აქციის ნაწილი იყო, შემთხვევის ადგილზე ასევ იპოვეს ბენზინი, განუცხადეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პოლიციისა და მეხანძრეების წარმომადგენლებმა. 520 3-ს მოსწონს
|