სხვა მკვლელი სილამაზე – პლანეტის ლამაზი და უჩვეულო ადგილები 2024, 29 თებერვალი, 17:44 ჩვენს პლანეტაზე ისეთი ლამაზი და უჩვეულო ადგილებია, რომ სასიკვდილო საფრთხეც კი, ვერ აჩერებს, ამ ადგილების მონახულების და გადაღების მსურველთ. აქ რამდენიმე მსგავს ადგილს წარმოგიდგენთ, რომელიც, ერთდროულად, თვალისმომჭრელად ლამაზიც არის და სასიკვდილოდ სახიფათოც. კივუს ტბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და რუანდის საზღვარზე ![]() ამ ტბის ქვეშ მეთანის უზარმაზარი მარაგია. ხოლო, გვერდით მოქმედი ვულკანი კიტურო მდებარეობს, რომლის ბოლო ამოფრქვევამ, 1948 წ. ტბის წყალი აადუღა და მასში მობინადრე ყველა ცოცხალი არსება ერთიანად ამოწყვიტა. ამის მიუხედავად, რეგიონში 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ხოლო დასახლება, საკურორტო ზონად ითვლება, რადგან ტბის ირგვლივ ბუნება, ნამდვილად რომ თვალწარმტაცია. დანაკილის უდაბნო, ეთიოპია ![]() ეთიოპიას, აფრიკის ყველაზე მაღალმთიან ქვეყანას, ყოველწლიურად, ათასობით ტურისტი სტუმრობს. ამის მიზეზი — მათი სურვილია, ჩვენი პლანეტის ყველაზე საშინელი ადგილი — დანაკილის უდაბნო მოინახულონ. ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ჩადიან ეთიოპიაში, რომ ფანტასტიკური პეიზაჟებით დატკბნენ, რომლებიც ძალიან ჰგავს საშინელებათა ფილმების დეკორაციებს. საშიში ვულკანების, ტოქსიკური გაზის ღრუბლების და გოგირდიანი ტბების ერთობლიობამ, ეს ადგილი ცხოვრებისთვის შეუფერებლად აქცია. ამ რეგიონში ტემპერატურის +50°С–ს აღწევს. ხოლო, მცხუნვარე მზის მოქმედების შედეგად, მჟავის ტბები საშინელ, მყრალი სუნის მქონე გაზებს გამოყოფენ, ძალიან სახიფათოს და შხამიანს. უდაბნოს ლანდშაფტი, უჩვეულოდ ლამაზი ფერებით გამოირჩევა და პეიზაჟებს არარეალურ, ხელოვნური ქმნილების ელფერს ანიჭებს. მთა ვაშინგტონი, აშშ ![]() ეს მთა, «ცუდი ამინდის» რეიტინგში, პირველობას არცერთ რეგიონს უთმობს. ქარის ყველაზე მაღალი სიჩქარე მსოფლიოში, სწორედ მის მწვერვალზეა დაფიქსირებული — 100 მ/წ –ში, ანუ 360 კმ/სთ–ში. ყაინდის ტბა, ყაზახეთი ![]() აქ თევზები არ ბინადრობენ, წყლის ტემპერატურა კი, წლის ნებისმიერ დროს, ძალიან დაბალია. ხოლო, გვალვის პერიოდში, მისი დონე არ მცირდება. ცივი და უსიცოცხლო წყლის გამო, ტბას მეტსახელად — «მკვდარი» შეარქვეს. გარდა ამისა, სავსე საჰაერო ავზებითაც კი, მყვინთავებს, მკვდარი ტბის წყლის ქვეშ ყოფნა, 3 წუთზე მეტ ხანს არ შეუძლიათ. ამის შემდეგ, მათ მოგუდვა ეწყებათ და იხრჩობიან. ამიტომ, ტბაში ადამიანის დაღუპვის შემთხვევა ხშირია. ეს ძირითადად ტურისტები არიან, რომლებმაც მკვდარი ტბის ანომალიური თვისებების გამოცდა საკუთარ თავზე გადაწყვიტეს. მჟავა ტბა იელოუსტოუნის ეროვნული პარკში, აშშ ![]() ამ ტბასაც სიკვდილის ტბას ეძახიან, რადგან მისი მონახულების წესების უგულებელყოფამ, შეიძლება, ტრაგედია გამოიწვიოს. ასე, მაგ., 2016 წ. ზაფხულში ერთმა ტურისტმა, წყლის ტემპერატურის შემოწმება ხელით გადაწყვიტა... და როგორ დასრულდა ეს ამბავი, რთული გამოსაცნობი არ არის. ნატრონის ტბა, ტანზანია ![]() ეს არის ფენომენი, რომლის ამოხსნაც მეცნიერებმა ვერ შეძლეს. წყალსაცავი მხოლოდ კი არ კლავს ცხოველებს, რომლებიც მას უახლოვდებიან, არამედ მუმიფიცირებასაც უკეთებს... აფარის ქვაბული, ან აფარის სამკუთხედი, ეთიოპია ![]() ამ ადგილზე ყოფნის ყოველ წუთი, ადამიანისთვის საფრთხის შემცველია: რეგიონში, ყოველწლიურად, 160-მდე მიწისძვრა ფიქსირდება, ხოლო ნიადაგში, 8 მ. სიღრმის ბზარებია გაჩენილი. დიდი ცისფერი ორმო, ბელიზი ![]() ძაბრისებური ღრმული, რომლის დიამეტრი 305 მ–ია, სიღრმე კი — 123 მ–ი, დატბორილი ქვაბულია, ვიწრო ლაბირინთებით, სტალაქტიტებით და ზღვის ბინადრებით და მათ შორის, ყველა უვნებელი არ არის. ამ ადგილს მეტსახელად — «დაივერების სასაფლაოსაც» ეძახიან. მერაპის მთა, ინდონეზია ![]() აქტიური ვულკანი, რომელიც დაახლოებით, ასჯერ მაინც ამოიფრქვა, დიდ საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს და იქ ჩასულ ტურისტებს. ცეცხლოვან მთაზე, ფერფლის სვეტები 3000 მ-მდე სიმაღლეზე იზრდება. ხოლო, ბოლო მნიშვნელოვანი ამოფრქვევა, 2014 წ. დაფიქსირდა. გუფრ–ბერჟე, «მიცვალებულთა გამოქვაბული», საფრანგეთი ![]() მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულის სიღრმე 1200 მ–ია, მასში მოსახვედრად 1 დღე–ღამე მაინც არის საჭირო. ქვემოთ ტბა და კლდოვანი ლაბირინთებია. პრობლემა კი ის არის, რომ ძლიერი წვიმის დროს, გამოქვაბული მთლიანად იტბორება და იქიდან გამოსვლის შანსი აღარ რჩება. ![]() სხვა სიახლეები:* სინამდვილეში რა მოხდა როსველში? – პენტაგონის თანამშრომელმა უცხოპლანეტელის გაკვეთის ანგარიში გამოაქვეყნა* 10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ, რომელზეც შეიძლება, წარმოდგენაც არ გქონდეთ* "ქუჩის ფოტოგრაფია" – საჭირო მომენტში გადაღებული სურათები* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ244 2-ს მოსწონს
|