x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი რომაული ფეხსაცმლიდან – თავის ტვინზე ოპერაციამდე: საოცარი ისტორიული არტეფაქტები

არტეფაქტები უფრო მეტს ჰყვებიან წარსულზე, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოები. ზოგადად ისტორია, საუკეთესოდ, არა თარიღებით და ისტორიული მოვლენების შესახებ, მშრალი ფაქტებით ხასიათდება, არამედ სხვადასხვა ეპოქის საგნებით. ამიტომ, არქეოლოგები უდიდეს საქმეს აკეთებენ, როდესაც ძალისხმევას არ იშურებენ, არტეფაქტების აღმოჩენასა და შესწავლაში. უმარტივესი საყოფაცხოვრებო ნივთების აღწერა, იმის გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები წარსულში და რამდენად უძველესია ადამიანის კულტურა. შუბის პატარა წვერითაც კი, შეიძლება ითქვას, არაჩვეულებრივი ისტორიის მოყოლა შეუძლია, ადამიანების შრომისმოყვარეობის, მონდომების და ესთეტიკის სიყვარულის შესახებ... და რაღა უნდა ვთქვათ, წარსული ეპოქის ნაგებობების ნაშთებზე?


ჭურჭელი სუნამოსთვის, ნაპოვნია ქ. ნორაში (სარდინია)image


გათხრები პომპეიშიimage


ფეხსაცმელი ფრინველით, ნაპოვნია ჰაარლემში, ნიდერლანდები. დამზადებულია XIV ს–ის პირველ ნახევარში.image

უძველესი ადამიანის შუბის წვერი, გამოკვეთილია ქანით, რომელშიც ნიჟარა არის განამარხებული. შუბი ეკუთვნოდა ადამიანის წინაპარს, რომელიც 300-დან – 500 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. ნაპოვნია ნორფოლკის საგრაფოში (დიდი ბრიტანეთი). image


ნეპტუნის და ამფიტრიტის სახლში აღმოჩენილი მოზაიკა, ჰერკულანუმი, პომპეის მახლობლად, (იტალია). ორივე ქალაქი ვეზუვიუსის ამოფრქვევის დროს, 79 წ. განადგურდა. image


სახლი აკროტირის დასახლებაში, სანტორინი (საბერძნეთი). ეს ორსართულიანი სახლი, ტროას ომამდე, ძვ. წ. აღრ. XIII ს. აშენდა. სოფელი მინოსური ამოფრქვევის დროს განადგურდა.image


კლდეში ნაკვეთი ქანდაკება, რომელზეც რომის იმპერატორი ქედს, სპარსეთის მეფის წინაშე იხრის, ნაკშე-რუსტამი (ირანი). რელიეფი შეიქმნა III საუკუნეში. image


ძველეგვიპტური ღვთაების, ამონი–რას თავი, აღმოჩენილია დატბორილ ჰერაკლიონში (საბერძნეთი).image


ნანგრევები ქ. მიტლაში, მექსიკა, 1875 წ. ქალაქი X-XV საუკუნეებში, ინდიელთა კულტურის მთავარი ცენტრი იყო.image


ძველი რომაული ტყავის ფეხსაცმელი, ნაპოვნია ვინდოლანდას სამხედრო ბანაკში (დიდი ბრიტანეთი). ბანაკი კელტებისგან თავდაცვის მიზნით, 85 წ. აშენდა.image


ინდის ცივილიზაციის სათამაშო კამათელი. აღმოჩენილია ინდის ხეობაში. დათარიღებულია ძვ. წ. აღრ. 2600-1900 წწ.image


ადამიანების თავის ქალები, რომლებსაც თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდათ, XV ს. ასეთ ოპერაციებს ინკები ატარებდნენ, სამხ. ამერიკა.image


სოფ. ჰაიდ ალ-ჯაზილი, რომელიც კლდეზე მდებარეობს, იემენი. აშენებულია 500 წლის წინ.image


image

სხვა სიახლეები:


* სოციალური ქსელებით გავრცელებული სახალისო და უცნაური ფოტოები

* განსხვავებული რასის წარმომადგენლები დედამიწაზე, სხვადასხვა თანავარსკვლავედიდან ჩამოვიდნენ (დედამიწის ქრონიკები – II ნაწილი)

* შეიმოწმეთ ლოგიკური აზროვნების უნარი – მარტივი, რთული და გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)

* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ



1
376
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
376
  
11 მარტი, 11:03
იდეაში ტვინზე ოპერაციას ვერავინ აკეთებდა, საქართველოშიცაა ნაპოვნი ტრეპანირებული თავის ქალები და სხვა ქვეყნებშიც. ქალას ხსნიდნენ ძირითადად რიტუალური და ექიმბაშური დანიშნულებით (გახსნა, ბოროტი სული გამოუშვა, დახურა)
0 1 1