მხატვრობა ულამაზესი ილუსტრაციები რეტროს სტილში 26 თებერვალი, 9:10 რეტროს სტილი — ყველა სახის მოდური მიმართულებაა, რომელმაც სტარტი XIX საუკუნის II ნახევარში აიღო და XX საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა. გამოდის, რომ, ეს მთელი საუკუნეა ხელოვნებაში, მოდაში, ლიტერატურაში... რომელიც განსაკუთრებულად არს გამორჩეული, რადგან ის პერიოდი, სხვადასხვა სახის შემოქმედებითი მოვლენებით და აღმოჩენებით იყო სავსე. ეს სტილი დღესაც პოპულარულია და ის წარსულის, აწმყოში პერსონიფიკაციით ხასიათდება. ეს არის წარსულის და თანამედროვე ეპოქის კულტურის და ესთეტიკის ელემენტების, თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეხედულებებით გაერთიანება. თანამედროვე ხელოვნებაში, რეტრო ინტერპრეტაციის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მის მიერ, ნოსტალგიის გამოწვევის უნარია. ბევრ ადამიანს სიხარულის გრძნობა უჩნდება, მაგ., როდესაც საკუთარი ახალგაზრდობის სიმღერის აღდგენა ხდება. იგივე განცდაა, მოდის, ან კულტურის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებითაც... რეტრო სტილი, მათ წარსულში დაბრუნების და იმ ატმოსფეროთი ტკბობის საშუალებას იძლევა. ასე, რომ, ამ სტილის ინტერპრეტაცია, თანამედროვე ხელოვნებაში, ხალხის სურვილს ასახავს, შეინარჩუნოს და აღადგინოს ის, რაც წარსულში, ფასეული და მნიშვნელოვანი იყო. ის წარსულის სილამაზით და ესთეტიკით ტკბობის საშუალებას გვაძლევს: სხვა სიახლეები:* 10 საინტერესო ფაქტი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რომელიც გაგაკვირვებთ* დედამიწაზე პირველი მოსახლეობა 500 მლნ. წლის წინ გაჩნდა (დედამიწის ქრონიკები – I ნაწილი)* შეიმოწმეთ ლოგიკური აზროვნების უნარი – მარტივი, რთული და გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)* 5 ვარჯიში ხერხემლისთვის, რომელიც ტკივილისგან გაგათავისუფლებთ33 1-ს მოსწონს
|