x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512623
თანამედროვე ტაფები სახიფათოა ჯანმრთელობისათვის
image

ტაფები ტეფლონის საფარით ზოგიერთ პირობებში შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს, აფრთხილებს მომხარებლებს ენდოკრინოლოგი დილიარა ლებედევა. ექიმმა ტელეგრამის არხზე გარკვეული ტიპის ტაფებისგან გამოწვეულ საშიშროებაზე ისაუბრა.


დიდი ხნის განმავლობაში ქალები თუჯის ტაფებს იყენებდნენ და ძალიან კარგსაც შვრებოდნენ, თქვა ექიმმა. მისი თქმით, თუჯის ტაფებს არ აქვთ მავნე საფარი და უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის.



თანამედროვე ტაფებს აქვს მიწვის საწინააღმდეგო საფარი, განაგრძო ლებედევამ. ის შეიძლება იყო ტეფლონის, კერამიკის, მარმარილოს, ტიტანის, ალმასის და გრანიტის შემადგენლობით. ტეფლონის საფარი შეიძლება საზიანო იყოს ორგანიზმისთვის, რადგან შეიცავს პერფტოროოქტანის მჟავას, რომელიც სახიფათოა ჯამრთელობისათვის


image

"არ გამოწვათ ტაფები, არ გამოიყენოთ დაზიანებული საფარით, შეცვალეთ ისინი რეგულარულად და ეცადეთ არ იყიდოთ ყველაზე იაფფასიანები"-რჩევას იძლევა ექსპერტი.



"მარმარილოს, ალმასის, გრანიტისა და ტიტანის საფარები ფაქტობრივად ასევე ტეფლონია, მაგრამ დანამატებით, რომლებიც გამძლეობას ანიჭებენ, კერამიკული საფარი კარგად უძლებს გაცხელებას ნებისმიერ ტემპერატურაზე. მას აქვს მხოლოდ ერთი ნაკლი: სიმყიფე. კერამიკული საფარის მქონე ჭურჭელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რათა საფარი არ გაიბზაროს“, - დასძინა სპეციალისტმა.



რას წარმოადგენს პერფტოროოქტანის მჟავა?



არის ძალიან შხამიანი ნივთიერება. ტოქსინი და კანცეროგენი.


პერფტოროოქტანის მჟავა(PFOA) გარემოში გამოიყოფა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია პოლიტეტრაფტორეთილენით (ცნობილი, როგორც ტეფლონის სახელით) მთავარი მწარმოებლები შეერთებულ შტატებში იყო DuPont და 3M. ცოცხალ ორგანიზმებზე PFOA-ს გავლენის საკითხი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაისვა PFOA-ს მწარმოებლების მიერ, მაგრამ ის მწვავე გახდა მხოლოდ 1980-იან წლებში წარმოების გაფართოების გამო.


1998 წელს DuPont-ის სახელზე საჩივარი შეიტანა ამერიკელმა ადვოკატმა რობერტ ბილოტიმ ასობით მილიონი დოლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც მოქმედებდა ქარხნის დაზარალებული მუშაკებისა და მახლობლად მცხოვრებთა სახელით.


1990-იან წლებში აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო დაინტერესდა ამ ნივთიერებით. 2006 წელს სააგენტომ PFOA კლასიფიცირდება როგორც კანცეროგენი. ამოქმედდა პროგრამა PFOA -ს ხმარებიდან ამოღების მიზნით. დაჯარიმდა რამდენიმე კომპანია.

0
141
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0