x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პიტერ ნისლენის მკვლელობა - საშინელი ტრაგედიის შემზარავი დასასრული
image

20 წლის წინ, 2004 წლის 24 თებერვალს შვე­ი­ცა­რი­ის პა­ტა­რა ქა­ლაქ კლო­ტენ­ში, შუახნის შავგვრემანი მამაკაცი, რომელიც გერმანულად ცუდად ლაპარაკობდა, ეძებდა ვინმე ნისლენის სახლს.


ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლის კარ­თან სას­ტი­კად მოკ­ლეს პი­ტერ ნილ­სე­ნი. მკვლელ­მა მსხვერ­პლს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ცივი ია­რა­ღით, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს იპო­ვა. ეს იყო დანა-სუვენირი, რომელიც 54 შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფრან­კი ღირდა. პოლიციამ მას შემდეგ დაადგინა დამნაშავე, როდესაც გაირკვა, რომ პიტერ ნისლენი იყო ავიადისპეტჩერი, რომლის მორიგების დროსაც მოხდა საშინელი ავიაკატასტროფა, ორი თვითმფრინავი შეეჯახა ერთმანეთს, რა დროსაც დაიღუპა 71 მგზავრი, მათ შორის 52 ბავშვი, ხოლო მკვლელი გახლდათ ვიტალი კალოევი, რომლის ოჯახიც ბორტზე იმყოფებოდა.






საბედისწერო რეისი




ორშაბათი, 2002 წლის 1 ივლისი. გერმანიის ცაზე უბერლინგენისა და ბოდენის ტბის მახლობლად ერთმანეთს შეეჯახნენ ბაშკირეთის ავიახაზების სამგზავრო Tu-154M -(რეისი მოსკოვი-ბარსელონა) და DHL ავიახაზების სატვირთო თვითმფრინავი Boeing 757-200PF (რეისი მუჰარაკი-ბარგამო- ბრიუსელი) .. ორივე თვითმფრინავში მყოფი 71 ადამიანი დაიღუპა - 2 Boeing 757-ზე (ორივე პილოტი) და 69 Tu-154-ზე (ეკიპაჟის 9 წევრი) და 60 მგზავრი, მათ შორის 52 ბავშვი, რომლებიც სასკოლო ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს ესპანეთის საგზურებით.



ვიტალი კალოევი



ორჯონიკეძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი)პროფესიით არქიტექტორმა, ვიტალი კალოევმა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შექმნა სა­კუ­თა­რი სამ­შე­ნებ­ლო კო­ო­პე­რა­ტი­ვი 1999 წლი­დან კი გადაბარგდა ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც სახ­ლებს აპ­რო­ექ­ტებ­და.


დაქორწინდა 1991 წელს, 35 წლის ასაკში, სვეტ­ლა­ნა გა­გი­ე­ვა­ზე. სვეტ­ლა­ნას ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის აწყო­ბა მო­ა­ხერ­ხა. თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა ბან­კში, რი­გით თა­ნამ­შრომ­ლად და­ი­წყო, შემ­დეგ კი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.


1991 წლის 19 ნო­ემ­ბერს ოჯახს პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ბიჭს კონ­სტან­ტი­ნე და­არ­ქვეს. 1998 წლის 7 მარტს კი დი­ა­ნა გაჩ­ნდა.


ვი­ტა­ლი კა­ლო­ევს ოჯა­ხის წევ­რე­ბი 9 თვის მან­ძილ­ზე არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი და მო­უთ­მენ­ლად ელო­და, რო­დის ჩაფ­რინ­დე­ბოდ­ნენ ისი­ნი ეს­პა­ნეთ­ში. კა­ლო­ე­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა ბარ­სე­ლო­ნა­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩას­ვლამ­დე კი და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბაც მო­ას­წრო. სვეტ­ლა­ნამ ბი­ლე­თის ყიდ­ვა მოს­კოვ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა, ვიდ­რე „ბაშ­კი­რე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ კუთ­ვნილ თვითმფრი­ნავ­ში არ გა­მოჩ­ნდა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი....

image


პიტერ ნილსენი



კერძო შვეიცარიული კომპანია Skyguide.-ს ციურიხში მდებარე საკონტროლო ცენტრში ღამის ცვლაში მხოლოდ ორი ავიადისპეტჩერი მუშაობდა. შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთი დისპეტჩერი შესვენებაზე წავიდა; მორიგეობდა მხოლოდ 34 წლის დისპეტჩერი პიტერ ნილსენი (გერმ. Peter Nielsen), რომელიც იძულებული გახდა ერთდროულად ემუშავა ორ ტერმინალზე და ასისტენტზე


საკონტროლო ოთახის ზოგიერთი მოწყობილობა (მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია) გამორთული იყო და ნილსენმა გვიან შენიშნა, რომ რეისები BTC 2937 და DHX 611, ზუსტად ერთი და იგივე სიმაღლეზე FL360 (10, 950 მეტრი) იყვნენ და სახიფათოდ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. ერთი წუთითაც არ იყო დარჩენილი და მათი კურსები ერთანეთს გადაკვეთდა, მან სიტუაციის გამოსწორება სცადა და რეის 2937-ის(Tu-154M ს) ეკიპაჟს დაშვების ბრძანება მისცა.


ამ დროს ტუ-154 პილოტებს ჯერ ვერ ხედავდნენ, რომ Boeing 757 მარცხნიდან უახლოვდებოდა, მაგრამ მზად იყვნენ იმისთვის, რომ შეესრულებინათ მანევრი მისგან განშორებისთვის. ამიტომ, მათ დაიწყეს დაშვება დისპეტჩერის ბრძანების მიღებისთანავე. თუმცა, ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, ჰაერში შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემის (TCAS) სიგნალი გაისმა კაბინაში, რომელიც მიუთითებს სიმაღლის აკრეფის აუცილებლობაზე. ამავდროულად, რეისი 611-ის პილოტებმა( Boeing 757)ბორტკომპიტერიდან მიიღეს იგივე დაშვების გამაფრთხილებელი სიგნალი.... TCAS სისტემიდან.


რეისი 2937-ის ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა (თანაპილოტმა იტკულოვმა) სხვების ყურადღება მიიპყრო TCAS სიგნალზე, რომელიც სიმაღლის აკრეფას მოითხოვდა, მაგრამ უთხრეს, რომ დისპეტჩერმა დაშვების ბრძანება გასცა.რამდენიმე წამის შემდეგ ნილსენმა გაიმეორა ბრძანება და ამჯერად მისი მიღება მაშინვე დადასტურდა, მაგრამ ამავე დროს ნილსენმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, შეატყობინა სხვა თვითმფრინავის არასწორი მდებარეობა და თქვა, რომ ტუ-154-ის მარჯვნიდან უახლოვდებოდა სხვა თვითმფრინავი.


ამასობაში ნისლენი სხვა ტერმინალზე გადაერთო სადაც თვითმფრინავი აეროპორტში ეშვებოდა, Boeing 757 კი განაგრძობდა ძირს დაშვებას, როგორც ამას გამაფრთხილებელი სიგნალი იძლეოდა, ორივე თვითმფრინავის პილოტებმა მხოლოდ ბოლო წამს შენიშნეს ერთმანეთი, შეეცადნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ უშედეგოდ...



ნილსენს საერთოდ რომ არ შეენიშნა ერთი წუთით ადრე, რომ თვითმფინავები ერთმანეთის ეშელონებს კვეთდნენ, არც არაფერი მოხდებოდა, ორივე თვითფრინავის კომპიუტერმა ეფექტურად მისცა გამაფრთხილებელი სიგნალი, ტუ-154-ს სიმაღლის აკრეფის შესახებ, ხოლო Boeing 757-ს დაშვებაზე.

image

კატასტროფის შემდეგ



არ­ქი­ტექ­ტო­რი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი მი­ვი­და და მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად სურ­და თვითმფრი­ნა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბამ­დე მის­ვლა. მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ ავი­ა­ლა­ი­ნერ­ში კა­ლო­ე­ვის მთე­ლი ოჯა­ხი იჯდა, მის­ცეს უფ­ლე­ბა, ახ­ლოს მი­სუ­ლი­ყო. ის დიდი ხანი და­დი­ო­და თვითმფრი­ნა­ვის ნარ­ჩე­ნებს შო­რის, ცდი­ლობ­და ცოლი და შვი­ლე­ბი ეპო­ვა. ბო­ლოს, ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან სამი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით უმ­ცრო­სი შვი­ლის მძი­ვი იპო­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­ვად დი­ა­ნაც. კა­ლო­ევ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა კონ­სტან­ტი­ნეს ცხე­და­რიც.

ვი­ტა­ლის ბოლო წუ­თამ­დე არ და­უ­ტო­ვე­ბია ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლი, სა­დაც მან არა მხო­ლოდ ოჯა­ხი, არა­მედ - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვა...

image


სასამართლო



და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზე­ბი და მო­ტი­ვე­ბი, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის აზ­რით, შე­საძ­ლოა, პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ბო­დე­ნის თავ­ზე მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის დროს კა­ლო­ე­ვის ცოლი და ორი­ვე შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

„კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე, ვუ­თხა­რი ჩემი ვი­ნა­ო­ბა და მო­ვი­თხო­ვე, სახ­ლში შე­ვეშ­ვი, რა­ზეც უარი მი­თხრა და აგ­რე­სი­უ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და. მე გავ­ჩუმ­დი, ამო­ვი­ღე ჯი­ბი­დან ფოტო, სა­დაც ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და ვუ­თხა­რი, სუ­რა­თი ენა­ხა, “ - ამ­ბობს კა­ლო­ე­ვი ჩვე­ნე­ბა­ში და აღ­ნიშ­ნავს, რომ ამის შემ­დეგ არა­ფე­რი ახ­სოვს. არ­ქი­ტექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ ფიქ­რობს, რომ ნილ­სე­ნი მან მოკ­ლა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის გახ­სე­ნე­ბა არ შე­უძ­ლია.



შვე­ი­ცა­რი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბა აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბად მი­იჩ­ნია. თუმ­ცა, ფაქ­ტე­ბის ნა­წი­ლი ბევრ კი­თხვას აჩენს - რა­ტომ წა­ვი­და კა­ლო­ე­ვი დის­პეტ­ჩე­რის მო­საკ­ლა­ვად დე­კო­რა­ტი­უ­ლი და­ნით? რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა ნილ­სენ­მა გამ­კლა­ვე­ბო­და თავ­დამ­სხმელს, ან შე­სუ­ლი­ყო სახ­ლში, ვიდ­რე მას და­ნით ბევრ ჭრი­ლო­ბას მი­ა­ყე­ნებ­დნენ?


...კა­ლო­ე­ვი, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მკურ­ნა­ლო­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე არ­ცერ­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბო­და. კა­ლო­ევ­მა კლი­ნი­კა­ში 1 წელი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ კვლავ ვე­რა­ფე­რი გა­იხ­სე­ნა და და­ნა­შა­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე კვლავ არ აუ­ღია.


2005 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს ვი­ტა­ლი კა­ლო­ე­ვის 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

ასეთ გა­ნა­ჩენს ბევ­რი არ ელო­და. კა­ლო­ევს ცი­ხე­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერ­და წე­რილს, უსურ­ვებ­დნენ, რომ სა­პყრო­ბი­ლე მალე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­თან არ­ქი­ტექ­ტორს ხან­გრძლი­ვი მი­მო­წე­რაც ჰქონ­და, მათ შო­რის - ერთ-ერთ შვე­ი­ცა­რი­ელ ქალ­თან, რო­მე­ლიც პა­ტი­მარს ღია ბა­რა­თებს 2 წლის მან­ძილ­ზე უგ­ზავ­ნი­და.


შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­პა­ტიმ­რე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ კა­ლო­ე­ვი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ის სახ­ლში დაბ­რუნ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­საფ­ლა­ო­ზე წა­ვი­და, სა­დაც დიდი ხნის მან­ძილ­ზე დას­ტი­რო­და ცოლ­სა და შვილს.






გმირი თუ ცივსისხლიანი მკვლელი?


ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ კა­ლო­ე­ვის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ორად გაიყო - ნა­წი­ლი მას ცივ­სის­ხლი­ან მკვლე­ლად მი­იჩ­ნევ­და, რად­გან პირველი ის, რომ ავი­ა­დის­პეტ­ჩე­რი ცოლ-შვი­ლის თვალ­წინ მოკ­ლა, მეორეც, დამნაშავე მთელი ავიასადისპეტჩეროს სისტემა იყო და არა კონკრეტული პიროვნება, რომელიც იძულებული იყო ექსტრემალურ სიტუაციაში ემუშავა.ნა­წი­ლი კი მკვლე­ლო­ბას ამართლებდა და მისი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ხსნიდა.




2017 წელს ჰოლივუდში გადაიღეს მხატვრული ფილმი"Aftermath"(შედეგი), სადაც ვიტალი კალოევის როლს არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს, თავად კალოევი ფილმით უკმაყოფილო დარჩა:

image


“მომეჩვენა, რომ მას იმ ყველაფრის განცდას ვიღაც აიძულებდა. თანაც, მთელი ფილმის განმავლობაში თითქოს ითხოვს, რომ შეიცოდონ. არადა, ეს განცდა მე არასდროს მქონია - არასდროს მდომებია, რომ შემიცოდონ“ - განაცხადა კალოევმა.


2014 წელს ის მე­ო­რედ და­ქორ­წინ­და. სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­ვის უზი­ა­რებს. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ კა­ლო­ე­ვი იმა­ვე სახ­ლში ცხოვ­რობს, სა­დაც წლე­ბის წინ პირ­ველ ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.2019 წელს კალოევს ტყუპები შეეძინა.

image



0
117
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0