x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ფეისბუქის" მომხმარებელთა 5 ტიპი - იქნებ, თქვენი თავი ამოიცნოთ?

image

1-ალტრუისტი - პოსტავს ისეთ მასალებს, რომლებიი მათ მეგობრებს გაახარებს, იწონებს მათ ფოტოებს თუ პოსტებს. ამასთანავე, დებს ისეთ სიახლეებს ან კომენტარებს, რომლებიც მათ ესიამოვნებათ. უზიარებს სიახლეებს, ვთქვათ: აი, ნახე ეს სიმღერა... აბა, მოუსმინე (მონიშვნით) და ელოდება მათ რეაქციას....


image


2) ბუმერანგი - დებს პოსტს და ელოდება რეაქციას ახლობელებისგან. ასეთი ტიპის მომხმარებლები ხშირად დებენ პოსტებს საკუთარი შინაგანი განცდების თუ თავს გადამხდარი ამბების შესახებ. უყვართ ემოცების გამოხატვა: გახარებულია ან მოწყენილია. დებს პოსტებს საკუთარ ცხოვრებაზე, ახლობლებზე, მშობლებზე (მაგალითად: ვინმეს გარდაცვალების თარიღი ან დაბადების დღე) და ა.შ. ამ ტიპისვე მომხმარებლები უხვად დებენ ფოტოებს და ელოდებიან მოწონებებს და კომენტარებს.


image

3)კონტაქტორი - "ფეისბუქს" იყენებენ ძირითადად მხოლოდ მეგობრებთან დასაკავშირებლად, მათი ძირითადი იარაღი მესენჯერია. ამ ტიპის მომხმარებლებს სურთ მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ მეგობრებთან და ახლობლებთან, თუმცა არც ახალ ნაცნობობაზე ამბობენ უარს. საკუთარი ინიციატივით იშვიათად თუ რაიმე გააზიაროს, ამავე ტიპის მომხმარებლებს უყვართ ონ-ლაინ თამაშებიც.

image

4)ჰიპსტერი - პოსტებს იშვიათად დებეს, ან თუ დებს, ისეთი რაც მათ მოსწონთ ან რა მოსაზრებასაც იზიარებენ. სხვის პოსტებს ძალიან იშვიათად აზიარებენ.

image


5) დამკვირვებელი - ეს ტიპაჟი „ფეისბუკის“ სხვა მომხმარებლებზეა დამოკიდებული. ჩუმად (მოწონებების და კომენტარების გარეშე) ათვალიერებს სხვა ადამიანთა გვერდებს და მათ ვირტუალურ ცხოვრებას აკვირდება. ამ კატეგორიის მომხმარებელს შეუძლია წლობით აკვირდებოდეს მეგობრების "ფეისბუქ"ცხოვრებას და ერთხელაც არ გამოელაპარაკონ.

image

რა თქმა უნდა, ცალსახად არ შეიძლება ყველა კატეგორია ამ 5 ტიპაჟში მოვახვედროთ და შესაძლოა, კომბინირებულიც იყოს ან დროთა განმავლობაში ადამიანმა შეცვალოს ქცევის ტიპაჟი.

0
70
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0