არიზონის შტატში მარიკოპას ოლქის შერიფმა ჯო არპაიომ გადაწყვიტა ნასვამი მძღოლების წინააღმდეგ ახლებურად იბრძოლოს.
მარიკოპაში მძღოლების ნასვამ მდგომარეობაში თუ დააკავებენ, წაიყვანენ პოლიციაში, ჩააცმევენ ვარდისფერ მაისურებს და ერთმანეთს ჯაჭვით გადაამბამენ.თუმცა სასჯელი ამით არ მთავრდება: ასე "სასიამოვნოდ" შემოსილ კანონის დამრღვევებს სასაფლაოზე მიაბრძანებენ და ერთი დღის განმავლობაში მიცვალებულებს დაამარხვინებენ.შერეიფის აზრით, მიცვალებულებთან ერთდღიანი "ურთიერთობა" ყველაზე თავზეხელაღებულ საგზაო წესების დამრღვებსაც კი დაააფიქრებს საკუთარი და სხვების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე.გარდა ამისა, ხალხი ისედაც მოერიდება დალევას-აბა, რა სასიომოვნოა იძულებით მესაფლავეობა!საინტერესოა ისიც, რომ ჯო არპაიოს ეს ინიციატივა ამ სფეროში პირველი ნადვილად არ არის.ის მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც უჩვეულო სანქციების ავტორი."მესაფლავეობამდე გაცილებით ადრე ნასვამ კანონის დამრღვევებს აიძულებდა ქუჩები დაელაგებინათ, ხოლო მათ ტანსაცმელზე დიდიდ ასოებით ეწერა:"ახლა უკვე ფხიზელი ვარ!"