საზოგადოება სოფელ გულგულაში მდებარე დაროს წყაროს ისტორია 21 თებერვალი, 16:31 "დიდი ხანია ეს ამბავი მაინტერესებდა. არის ალაზანთან საკმაოდ დიდი წყარო, ალაზნიდან ზემოთ 100 მეტრში და დაროს წყარო ჰქვია. (ეს წყარო გულგულაშია) ერთხელ ესეთი რამეს მომიყვნენ მოხუცები ამ წყალთანდაკავშირებით. დიდი ხანია ამ ამბავს ვიკვლევ.არ უნდა დაიკარგოს. ქართველები მთაში ადიოდნენ საცხოვრებლად, როცა მტერი ესხმოდათ თავს. როცა მტერი მოდიოდა მთაში ადიოდა ქართველობა. იქ უზარმაზარი ციხეებია. ნაქალაქრის ჩამოსწვრივ ქართული სოფლებია. ზოგი აღიგავა აბას პირველის შემოსევის მერე. დაახლოვებით 9 ნასოფლარი ვიცი დღესაც ნასოფლარია.
ერთერთ სოფელში უძველესი ნასოფლარი ჩანს, რადგან იმ ნასოფლარში წარმართობის დროინდელი ძეგლია. ამ სოფელში მთის ციხეებიდან ნაქალაქრიდან დაბრუნებულა ქართველობა და ისევ დაუწყია ცხოვრება. ქართველები მუდმივ ომში ყოფილან და როგორცა ჩანს ქართველი ქალებიც ბრწყინვალედ ფლობდნენ ხმალს, ხანჯალს, შუბს და ამ იარაღით საბრძოლო ხელოვნებას, რადგან ციხის დამცველ ქართველებს ეხმარებოდნენ.
ნაქალაქარში ქალაქში სამჭედლოები ყოფილა და იქ მცხოვრები ქართველი ქალებიც შეიარაღებულები დადიოდნენ თურმე, რადგან მტერი ხშირად ესხმოდა ქალაქს. მტერი არ გვასვენებდა ქართველებს.
აი, ეს მთის დიდი ნაქალაქრის ქართველობა ბარში ჩამოსულა და იქ რამდენიმე ადგილზე დასახლებულა. სასმელ წყლებთან ახლოს.
ერთხელაც კაცების ქართული ლაშქარი შაქში (აზერბაიჯნის ტერიტორიაა შაქი) ყოფილა საომრად წასული. ამით უსარგებლიათ ლეკებს და ბავშვები გაუტაციათ. ქართველი ქალებს იარაღი აუღიათ შემსხდარან ცხენებზე და დასდევნებიან. ამ ქართულ ლაშქარს სათავეში სდგომია ვინმე ქართველი ქალი დარია დაროა.
სასმელი წყალი სადაცაა იქ დასწევიან ლეკებს. ეს ქალი დარო ხმლით შევარდნილა ლეკების რაზმში. ეს დანარჩენებიც უკან მიჰყოლიან და მტერი სახტად დარჩენილა. დიდი ბრძოლა გამართულა. საოცარი ოსტატობით იბრძოდნენ თურმე ქართველი ქალები ხმლით.
დაუმარცხებით ლეკები დაუტყვევებიათ, ნაძარცვი და ბავშვები უკან წამოუყვანიათ.
ის წყალი დღესაც სასმელად გამოიყენება და დღესაც იმ ქართული რაზმის წინამძღოლის დაროს სახელი ჰქვია საპატივსაცემოდ. ამიტომ ამბობდნენ თურმე ქართველმა ქალებმა იომესო აქ.
ცოტა გამიგრძელდა. როგორც იქნა ეს ამბავი მარცვალ მარცვალ შევკრიბე და უფრო დიდი ამბავი შევეცადე მოკლედ დამეწერა.
გადარჩებოდა ესეთი ქართველების პატრონი საქართველო, მაშ რა იქნებოდა.
ის ქართული სიმტკიცე და ქართველობა არ მოგვიშალოს ღმერთმა." წერს
გიორგი ქართველიშვილი.
103 შეფასება არ არის
|