x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცს სახლიდან ეშმაკის განდევნა სურდა და შედეგად მთელი ოჯახი ამოხოცა
image

კაცმა გადაწყვიტა დემონის სახლიდან გაძევება და შედეგად მთელი ოჯახი ამოხოცა.





იტალიელმა მშენებელმა მთელი ოჯახი დაღუპა, რადგან სახლიდან ეშმაკის მოშორება გადაწყვიტა. ამის შესახებ La Stampa იუწყება.


54 წლის ჯოვანი ბარეკამ პალერმოს გარეუბანიდან დარეკა პოლიციაში შაბათს, 17 თებერვალს და აღიარა დანაშაული. „ჩემი ოჯახი მოვკალი, დაგელოდებით, წამიყვანეთ... სახლში ეშმაკი იყო“, - თქვა კაცმა ტელეფონში.



შემთხვევის ადგილზე მისულმა კარაბინიერებმა ბაღში ქალის დანახშირებული გვამი და ორი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. მათ ასევე იპოვეს საძინებელში ბარეკის 17 წლის ქალიშვილი, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იყო.


დანაშაულის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცავებმა დაასკვნეს, რომ ბარეკა „დემონის განდევნის“ მცდელობაში რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდა ოჯახს . მისი პირველი მსხვერპლი იყო ცოლი, 40 წლის ანტონელა სალამონი, რომლის ცხედარი ხანძრის შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა. მას შემდეგ, რაც დამნაშავემ სალამონი დაწვა, ის თავის ვაჟებს გადასწვდა, რომელთაგან ერთი 16 წლის იყო, მეორე კი ხუთი წლის . მან ბიჭები ჯაჭვებით დააბა, პირში ჩვარი გასჩარა, შემდეგ ცეცხლის საჩხრეკელით დაუწყო ცემა, ბოლოს კი ელექტროსადენით მოახრჩო .

image

სავარაუდოდ, მამაკაცის ქალიშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შესაძლოა იძულებული შეიქმნა ოჯახის წევრების წამებისთვის ეყურებინა.


მეზობლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ბარეკა ეშმაკებზე ფიქრებით იყო შეპყრობილი და ხშირად უგზავნიდა მათ უცნაური შინაარსის წერილებს.

image

ერთმა მოწმემ, სალვატორ ტურკომ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბარეკა მარტო არ იმოქმედებდა, რადგან ის იყო "ლაჩარი". ტურკო თვლის, რომ ბარეკას, სუსტი აგებულების კაცს, ვიღაც უნდა დახმარებოდა და ასევე წაექებინა. ტურკოს თქმით, თანამზრახველები იყვნენ რელიგიური ფანატიკოსები მასიმო კარანდენტე და საბრინა ფინა, რომლებიც ბარეკამ ევანგელურ ეკლესიაში გაიცნო. პოლიციამ ორივე დააკავა და ბრალი წაუყენა.


გადარჩენილი გოგონა ახლა სამართალდამცავების მფარველობის ქვეშ იმყოფება და უსაფრთხო ადგილას ცხოვრობს, მას ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. მან კომენტარი მისცა ადგილობრივ გაზეთს, სადაც თქვა, რომ მამამისს სურდა მათი ეშმაკისგან განთავისუფლება.

0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0